ხელისუფლებამ მას ბოლო იმედი წაართვა, თავი ემართლებინა - ზაზა ხატიაშვილი გიორგი მამალაძეს გიორგობას ულოცავს

შაბათი, 06 მაისი, 2017 - 19:49

ადვოკატთა ასიციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძეს გიორგობას ულოცავს.

"გიორგობა მინდა მივულოცო მამა გიორგი მამალაძეს. დღეს, მას ყველაზე მეტად უჭირს. მე არ ვიცნობ მამა გიორგის , არასოდეს შევხვედრივარ, მაგრამ გუშინ ტელეკომპანია რუსთავი 2 ის ეთერში დავინახე და საოცრად იმედგაცრუებული მომეჩვენა. ხელისუფლებამ მას ბოლო იმედი წაართვა თავი ემართლებინა, მურუსიძეების სასამართლოს რიგითმა მურუსიძემ სასამართლო პროცესი სრულიად უკანონოდ დახურა. გაოგნებული დავრჩი, რომ სასულიერო პირები არ დაესწრნენ სასამართლო პროცესს. ადვოკატები დამერწმუნებიან, რომ როდესაც ადვოკატია დაკავებული თითქმის ყველა სასამართლო პროცესებს ვესწრებით ადვოკატები. ზაზა ხატიაშვილი არ ვარ კვირიკაშვილივით ნიჭიერი, რომ მამა გიორგის დამნაშავეობა ან უდანაშაულობა ვამტკიცო, მაგრამ რასაც ხელისუფლება აკეთებს უფალი ამას არავის აპატიებს. ადვოკატებს არ აძლევენ საქმეზე საუბარის უფლებას, მაშინ როდესაც პროკურატურა მტკიცებულებებს აქვეყნებს სატელევიზიო ეთერში. ადვოკატების ერთადერთი იმედი, რომ სხდომა ყოფილიყო გახსნილი და საზოგადოებას გაეგო მტყუან მართალი ხელისუფლებამ მურუსიძეების დახმარებით ესეც წაართვა. გიორგობის მადლი ჰფარავდეს მამა გიორგი მამალაძეს და მისცეს მას ძალა ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ან მოინანიოს თავისი ქმედებები", - აცხადებს ზაზა ხატიაშვილი..

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.12
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42