ალკოჰოლი ტკივილს ბლოკავს

შაბათი, 06 მაისი, 2017 - 17:28

სამედიცინო გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სისხლში ალკოჰოლის შემცველობა, რომელიც ერთი ლიტრი  ლუდის  ექვივალენტია, იმაზე უკეთ  ხსნის ტკივილს,   ვიდრე ზოგიერთი ტკივილგამაყუჩებელი და თითქმის  მეოთხედით ამცირებს დისკომფორტს.

როგორც მკვლევარები ამბობენ, დალევის შემდეგ ალკოჰოლის დოზა  გარკვეულწილად ტკივილის ბარიერს ზრდის და ამცირებს მის ინტენსივობას.

როგორც Daily Mail წერს, ანალიტიკური სტატია 18 კვლევას ეფუძნება,  რომელშიც  404  ადამიანი მონაწილეობდა და  ყველას ქრონიკული ტკივილი აწუხებდა. კვლევებმა აჩვენა, რომ ალკოჰოლი ეფექტური ტკივილგამაყუჩებელი აღმოჩნდა, რომელიც უზრუნველყოფს  ტკივილის ინტენსივობის შემცირებას. 

"ალკოჰოლი შეიძლება შევადაროთ ოპიატებს, როგორიცაა კოდეინი და ტკივილს პარაცეტამოლზე უკეთ ამცირებს, თუ ჩვენ შევძლებთ შევქმნათ წამალი, რომელსაც მავნე  გვერდითი მოვლენები არ ექნება, მაშინ დღევანდელთან შედარებით, ბევრად უკეთესი წამალი გვექნება", - აცხადებს კვლევის ერთ-ერთი მონაწილე, დოქტორი ტრევორ ტომპსონი.

თუმცა, მკვლევარები იმასაც ამბობენ, რომ  ალკოჰოლისა და სპირტიანი სასმელების ბოროტად გამოყენება გრძელვადიან პერსპექტივაში ჯანმრთელობას აზიანებს. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43