დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივანს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ანგარიშის მომზადება დაავალა

შაბათი, 06 მაისი, 2017 - 12:20

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ აქტს ხელი მოაწერა. საკანონმდებლო აქტის თანახმად, რომელსაც  წარმომადგენელთა პალატამ, შემდეგ კი სენატმა დაუჭირა მხარი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს დაევალა, 90 დღის ვადაში,  რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის მიმართებით განხორციელებული ქმედებების შესახებ კონგრესს ანგარიში წარუდგინოს. 

ამერიკის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ საბიუჯეტო კანონში - 2017 წლის კონსოლიდირებული ასიგნების აქტში საქართველოს ცალკე თავი ეთმობა - „საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია".

ამ აქტით არც ერთი ფულადი რესურსი არ შეიძლება მინიჭებული იყოს საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის - რუსული ოკუპაციის მხარდასაჭერად. 

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.42
  • 2.71
  • 3.13
  • 0.04
  • 0.68
  • 1.43