ისტორიაში პირველად, მმართველი ძალა საკუთარი ხელით იუარესებს საკუთარ პოზიციებს - ირაკლი კობახიძე

პარასკევი, 05 მაისი, 2017 - 17:24

კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის პირველ საყოველთაო განხილვაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ სხვადასხვა საკონსტიტუციო ცვლილებებთან ერთად, ახალ საარჩევნო სისტემის შემოღებასა და პარლამენტის როლის გაძლიერების საკითხებზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ იმერეთის რეგიონის მოსახლეობას დეტალურად განუმარტა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მნიშვნელობა და ე.წ. ბონუსის დანერგვის ახალი წესი.

„დღეს მოქმედებს შერეული სისტემა და ეს სისტემა უპირატესობას ანიჭებს არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას. მოქმედი სისტემა სამართლებრივი კუთხით აბსოლუტურად გამართულია, თუმცა ჩვენ ვითვალისწინებთ იმ გამოცდილებას, რომელიც საქართველოში ამ სისტემის ფუნქციონირებასთან არის დაკავშირებული. კერძოდ, ორმა სხვადასხვა ხელისუფლებამ, ჯერ „მოქალაქეთა კავშირმა“, შემდეგ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს ბერკეტი გამოიყენა იმისთვის, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოეპოვებინა და შემდეგ საკუთარი სუბიექტური პოლიტიკური მიზნებისთვის ბოროტად გამოეყენებინა. გამომდინარე ამ გამოცდილებიდან, არსებული შერეული სისტემიდან ჩვენ გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე. დამოუკიდებელი საქართველოს 25 წლიან ისტორიაში პირველად ხდება, რომ მმართველი ძალა, ქვეყნის ინტერესების დასაცავად, საკუთარი ხელით იუარესებს საკუთარ სუბიექტურ პოზიციებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ახალი საარჩევნო სისტემის მნიშვნელობა განმარტა და იგი პლურალიზმის მაღალ სტანდარტად შეაფასა. მანვე პროპორციული სისტემის ნაკლოვან მხარეებზეც ისაუბრა და ერთ-ერთ პრობლემად სტაბილურობის ნაკლები გარანტიები დაასახელა.

„სხვადსხვა ქვეყანაში არის შექმნილი მექანიზმები, რათა პლურალიზმთან ერთად სტაბილურობაც იყოს უზრუნველყოფილი. ამისთვის, ჩვენი კონსტიტუციის ახალ რედაქციაში წარმოდგენილია ორი ძირითადი ელემენტი. ეს არის 5%-იანი საარჩევნო ბარიერი, რაც პოლიტიკური პარტიებისთვის აპრობირებული პრაქტიკაა, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებშიც, და მეორე - ეს არის ე.წ. ბონუსი, რომლის თანახმადაც, ის ხმები, რომლებიც არ ნაწილდება ბარიერგადალახულ პარტიებზე, გამარჯვებულ პარტიაზე გადავა. ამასთან დაკავშირებითაც იყო ათასგვარი სპეკულაცია და მათ შორის იტყუებოდნენ ციფრებშიც. რეალურად ბონუსის მოცულობა რომ ავიღოთ ბოლო 5 არჩევნების მიხედვით იქნებოდა საშუალოდ 5%. ბოლო 4 არჩევნების მიხედვით კი 3.1%. ბოლო არჩევნებში კი, დაკარგული ხმების ძალიან მაღალი მაჩვენებელი იყო და იქ ბონუსი იქნებოდა 8%. ანუ საუბარია ერთგვარ მინიმალურ დანამატზე გამარჯვებული პარტიისთვის, იმისთვის რომ უზრუნველყოფილი იყოს ცოტა მეტი სტაბილურობა საპარლამენტო ცხოვრებაში და ზოგადად პოლიტიკურ სისტემაში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე საარჩევნო ბლოკების საკითხსაც შეეხო და მათი არსებობა პოლიტიკური პარტიების ჩამოყალიბების ხელშეშლის ერთ-ერთ მიზეზად მიიჩნია.

ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე, ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციაში პარლამენტის კუთხით შესატან ცვლილებებზეც ისაუბრა. კონსტიტუციის პროექტის ახალი რედაქციის შესაბამისად, პარლამენტში ოპოზიციური როლი ძლიერდება.

"ეს შეეხება საგამოძიებო კომისიის შექმნის უფლებას, რომელიც დღევანდელი რეგულაციით არ იყო შესაძლებელი. ასევე იზრდება მთავრობის ანგარიშვალდებულების ხარისხი პარლამენტის წინაშე, რაც თვისობრივად შეცვლის არსებულ მმართველობის სისტემას. ეს იყო ერთ-ერთი სუსტი მხარე მოქმედი კონსტიტუციის, რასაც ვენეციის კომისია პირდაპირ ამბობდა. პარლამენტი იყო ძალიან სუსტი რგოლი ამ კონსტიტუციურ სისტემაში და იგი ხდება ძლიერი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.05
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42