პუტინს ცუდი მრჩევლები და ცუდი სცენარისტები ჰყავს - ვახტანგ კიკაბიძე რუსი ბაიკერების შემოსვლას პროვოკაციად აფასებს

პარასკევი, 05 მაისი, 2017 - 18:46

ქართველი მსახიობის და მომღერლის  ვახტანგ კიკაბიძის განცხადებით, პუტინს ცუდი მრჩევლები და ცუდი სცენარისტები ჰყავს. 

როცა ფილმს ცუდი სცენარით იღებ, მასში რაღაცის შეცვლა ძალიან რთულია და სიტუაციის მძევალი ხდები, - ასე გამოეხმაურა მომღერალი  rosbalt-სთვის მიცემულ ინტერვიუში რუსი ბაიკერების საქართველოში შემოსვლის მცდელობას და რუსული დროშების ფრიალი პროვოკაციად შეაფასა..

"არტისტები და სხვადასხვა ჯგუფები ხშირად იმყოფებიან საქართველოში, მაგრამ ცოტა ხნის წინ,  "ღამის მგლების"  ბაიკერები არ შემოუშვეს. ხალხმა კატეგორიულად გააპროტესტა, როდესაც გაიგეს, რომ მათ სურდათ ისევ დაბრუნება.  წინა წელს როდესაც ჩამოვიდნენ,  რუსულ დროშებს აფრიალებდნენ, ეს კი გამოიყურებოდა, როგორც გამოწვევა.  წარმოიდგინეთ, მოსკოვში რომ ათობით  ჩვენი ბაიკერი ჩავიდეს და ქუჩებში ქართული დროშების  ფრიალი დაიწყონ - მათ ფეხებს მოამტვრევენ...", - განაცხადა კიკაბიძემ.

ვახტანგ კიკაბიძემ გამოცემასთან ქართველი და რუსი ხალხის ისტორიულ სიყვარულზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ყველაფერი დალაგდება და კარგად იქნება.  

"არაფერი არ არის მარადიული, სიყვარული და გაგება უფრო მტკიცე და ხანგრძლივია, ვიდრე სიძულვილი და ღვარძლი. მჯერა, რომ ერთ დღეს ახალგაზრდები ქვეყანას ფეხზე დააყენებენ", - აცხადებს მომღერალი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.44
  • 3
  • 3.43
  • 0.04
  • 0.6
  • 1.44