დონალდ ტრამპი ბარაკ ობამასა და ექსპრეზიდენტებს პენსიას ჩამოაჭრის

პარასკევი, 05 მაისი, 2017 - 17:56

ბარაკ ობამასა და აშშ-ის სხვა ყოფილ პრეზიდენტებს პენსია მნიშვნელოვნად შეუმცირდება. ინიციატივის ავტორები რესპუბლიკური პარტიის წევრები არიან, რომლებიც შესაბამის კანონპროექტს კონგრესს ამ თვეში წარუდგენენ.

 დოკუმენტის მიხედვით, შემოსავალზე ლიმიტი დაწესდება და ის  წელიწადში 200 ათას დოლარს შეადგენს. თუ ქვეყნის ყოფილი ლიდერების დამატებითი შემოსავლები   წელიწადში 400 ათას დოლარზე მეტი იქნება, ამ შემთხვევაში პენსია და სხვა თანხები, რომლითაც ექსპრეზიდენტები სარგებლობენ, დამატებითი შემოსავლის პროპორციულად  ჩამოეჭრებათ.

პენსიონერი  ლიდერების შემოსავალზე ლომიტის დაწესების  მიზეზი კი ის გახდა, რაც მმართველმა პარტიამ გაიგო, რომ სექტემბერში დაგეგმილ კონფერენციაზე ბარაკ ობამა, ჰონორარის სახით, 400 ათას დოლარს მიიღებს. ეს თანხა კი საშუალო ამერიკული ოჯახის ყოველწლიურ შემოსავალს 7-ჯერ აღემატება და თითქმის პრეზიდენტის წლიურ ხელფასს შეადგენს.

რესპუბლიკელებმა აღნიშნული პროექტი  2016 წელსაც შეიტანეს კონგრესში, თუმცა მაშინ ორივე პალატის მხარდაჭერილ კანონპროექტს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ვეტო დაადო.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.68
  • 3.15
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.58