პარლამენტის თავმჯდომარემ და ევროკავშირის ელჩმა „ჩემი ევროპული თავგადასავალის“ გამარჯვებულები გამოავლინეს

პარასკევი, 05 მაისი, 2017 - 16:28

ჩვენი ევროპული თავგადასავალი“ ნამდვილად ახლა იწყება და წინ უნდა ვიაროთ ყველამ ერთად ამ მიმართულებით, - ამ სიტყვებით პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ახალგაზრდული თამაშის „ჩემი ევროპული თავგადასავალის“ მონაწილეებს მიმართა.

ქუთაისში, ევროპის დღის აღსანიშნავად ჩატარდა თამაშში „ჩემი ევროპული თავგადასავალი“, რომელშიც მონაწილეობა ქუთაისის სკოლების მოსწავლეებისგან შემდგარმა 15 გუნდმა მიიღო. ახალგაზრდული გუნდები ერთმანეთს ევროკავშირის შესახებ ცოდნაში ეჯიბრებოდნენ.

„პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ ეს შესანიშნავი დღე. ნამდვილად ევროპული ატმოსფერო სუფევს აქ და კიდევ ერთხელ, ამ ყველაფერს რომ ვუყურებთ, ვრწმუნდებით, რომ საქართველო არის ნამდვილად ევროპა, ჩვენ გვაქვს ნამდვილად ევროპული მომავალი ყველას ერთად და პირველ რიგში ახალგაზრდებს, რომლებიც აქ ხართ შეკრებილი. ჩვენ პირველად ვხვდებით ევროპის კვირეულს იმ ახალ რეალობაში, რასაც ჰქვია თავისუფალი მიმოსვლა ევროპასთან. ეს ნამდვილად ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყველა ერთად ვართ თავისუფალი ევროპის მოქალაქეები. ეს არის დასაწყისი ჩვენი საერთო თავგადასავლის. ძალიან კარგი სლოგანი აქვს დღევანდელ ღონისძიებას. „ჩვენი ევროპული თავგადასავალი“ ნამდვილად ახლა იწყება და წინ უნდა ვიაროთ ყველამ ერთად ამ მიმართულებით. ჩვენი საბოლოო მიზანია ევროპული ოჯახის სრული წევრობა და ამისთვის ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. მარტო პარლამენტის და მთავრობის ძალისხმევა არ არის ამისთვის საკმარისი, თვითოეული ჩვენგანი უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში. ასეთ შემთხვევაში, ევროპულ ოჯახში ჩვენი სრულფასოვანი გაწევრიანება ნამდვილად შედგება“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ახaლგაზრდებს სიტყვით ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა მიმართა.

„თქვენ, რა თქმა უნდა, გაქვთ თქვენი ევროპული თავგადასავალი, მე კი მაქვს ჩემი ქართული თავგადასავალი. როცა ვუყურებ ჩემს გამოცდილებას საქართველოში ვხედავ, რომ ამ გამოცდილების საუკეთესო სურათი არის ზუსტად 2017 წლის დღევანდელი დღე ქუთაისში. დღევანდელი დღის აღნიშვნით ჩვენ ავღნიშნავთ ახალ შესაძლებლობებს, რომელიც გულისხმობს ევროპაში მოგზაურობას, ევროპაში სწავლას, ევროპაში ბიზნესის კეთებას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ახალ შესაძლებლობებს საქართველოს სულ უფრო მეტი მოქალაქე გამოიყენებს. ეს არის მოგზაურობა, რომელსაც ჩვენ შესაძლებელს ვხდით, ამიტომ ერთად ვიაროთ ამ გზაზე. თქვენი და ჩვენი მოგზაურობები ერთიანდება ამ საერთო ევროპულ გზაზე“,-განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ევროკავშირის ელჩმა გამარჯვებულის პრიზი გადასცეს 37-ე საჯარო სკოლის გუნდს „აია“. მეორე ადგილი მოიპოვა კერძო სკოლა „პროგრესის“ გუნდმა. თამაშის „ჩემი ევროპული თავგადასავალი“ ყველა მონაწილე გუნდს სერთიფიკატები გადაეცა.

გამარჯვებულთა დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია პარლამენტის შენობაში, თბილისში, 2017 წლის 11 მაისს შედგება.

თამაშის მონაწილეებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თამჯდომარე, თამარ ხულორდავა მიესალმა და აღნიშნა, რომ ეს იყო კარგი შესაძლებლობა მეტი გაეგოთ ახალგაზრდებს ევროპის შესახებ.

„ჩვენ ვისურვებდით, რომ საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობა ჰქონდეს, რომ მომავალი „ევროპის დღე“ საქართველოს მასშტაბით აღნიშნოს ასეთი საინტერესო ღონისძიებით ჩვენი მოსწავლეების მონაწილეობით“,-განაცხადა თამარ ხულორდავამ.

ქუთაისში ჩატარებული #ევროპისდღე2017 საქართველოს პარლამენტის მიერ დაგეგმილი ევროპის კვირეულის ნაწილია. აღნიშნულ საქმიანობას პარლამენტი ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით.

პარლამენტის მიერ დაგეგმილი ევროპის კვირეული მოიცავს საჯარო ლექციებს საქართველოს რვა უნივერსიტეტში და ახალგაზრდულ ღონისძიებებს ქუთაისში. კვირეული დასრულდება ევროპის დღის აღსანიშნავად გამართული ოფიციალური მიღებით 11 მაისს, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43