წვევამდელებს სიმონეთის სასროლეთზე პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარდათ

ხუთშაბათი, 04 მაისი, 2017 - 20:24

წვევამდელები სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის აქტიურად ემზადებიან. სამთვიანი კურსის ფარგლებში დღეს, მათ სიმონეთის სასროლეთზე საცეცხლე მომზადებაში პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარდათ.

სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეული ახალგაზრდები საბრძოლო მომზადებას განახლებული პროგრამით გადიან. მომზადება იმ კურსს შეესაბამება, რომლითაც საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველები გადიან.

წვევამდელები პირველი საწყისი სროლის, ნატყვიართა დაჯგუფების, ნორმალურ მოხვედრებამდე მიყვანის, სასწავლო სროლის პირველი და ჩასათვლელ ალტერნატიული საკვალიფიკაციო სროლის სავარჯიშოებში მომზადდნენ. სამხედრო ფიცის დადების შემდეგ, ახალწვეულები სხვადასხვა ქვედანაყოფში ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით გადანაწილდებიან და ცხრა თვის განმავლობაში შეიარაღებული ძალებში ახალი სისტემით იმსახურებენ. მათ საბრძოლო მომზადების საათები ყოველდღიურად ექნებათ, ისევე, როგორც ამას საკონტრაქტო სამსახურში გადიან.

სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეები სრულყოფილ სამხედრო მომზადებას გაივლიან და მონაწილეობას თითქმის ყველა სწავლებაში მიიღებენ, რაც კი, შესაბამის ქვედანაყოფში ჩატარდება. სავალდებულო სამსახურის ჯარისკაცები გაუმჯობესებული სოციალური პაკეტით ისარგებლებენ და უქმე დღეებით სარგებლობის საშუალებაც ექნებათ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5