თავდაცვის უწყება ნატოს დელეგაციას მასპინძლობს

ხუთშაბათი, 04 მაისი, 2017 - 20:21

საქართველოში ნატოს საერთაშორისო სამსახურის და ნატოს საერთაშორისო სამხედრო სამსახურის დელეგაცია იმყოფება. დღეს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ უმასპინძლეს.

დელეგაციას ნატოს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის სამსახურის წარმომადგენელი გუსტავ ვრომენი ხელმძღვანელობს. ვიზიტის მთავარ მიზანს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების შეფასება წარმოადგენდა.

საქართველოში მოვლენილ ნატოს ძირითად ჯგუფთან (NATO Core Team) ერთად მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) თხუთმეტ ინიციატივაზე ისაუბრეს. მათ, 2017 წელს 28-30 მარტს საქართველოში ჩატარებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სინქრონიზაციის სამუშაო შეხვედრის შედეგებთან ერთად, იმ ინიციატივების მონახაზი განიხილეს, რომელიც არსებითი პაკეტის განხორციელების გეგმაში აისახება.

თავის მხრივ, ქართულმა მხარემ ალიანსის წარმომადგენლებს თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესის მიმდინარეობა გააცნო. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები, თავდაცვის პოლიტიკის და განვითარების დეპარტამენტისა და გენერალური შტაბის J-5 სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის წარმომადგენლებთანაც გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის 2017-2020“ დოკუმენტი (SDR 2017-2020), „ტოტალური თავდაცვის“ პრინციპი და თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41