მაისის თვეში რამდენიმე დღე მაგნიტური ქარიშხალია მოსალოდნელი

ხუთშაბათი, 04 მაისი, 2017 - 20:30

მზის აგრესიული ზემოქმედების გამო,  დედამიწაზე მაისის თვეში რამდენიმე დღე მაგნიტური ქარიშხალია მოსალოდნელი. ამ პერიოდში ასტროლოგები მძიმე ფიზიკური დატვირთვისგან თავის არიდებას და სიმშვიდისკენ მოგიწოდებენ, კარგი იქნება, თუ თავს აარიდებთ  ცხიმიანი საკვების მიღებას, ალკოჰოლსა და თამბაქოს. 

მიუხედავად იმისა, რომ 5-6 მაისს არცთუ ისე ძლიერი  მაგნიტური ქარიშხალია მოსალოდნელი, მაინც გამოიწვევს გარკვეულ დისკომფორტს და თავის ტკივილს.

16-24 მაისს საკმაოდ სახიფათო მაგნიტური ქარიშხლების  პერიოდი დადგება. ამ დროს გართულდება ჩვეულ რიტმში ცხოვრების გაგრძელება. ექიმები ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს განსაკუთრებული  სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. ეცადეთ, ამ პერიოდში  თავიდან აიცილოთ დაპირისპირება, დაღლილობა, ნებისმიერ სიტუაციაში ხმის აწევა და კონფლიქტები  უარყოფით გავლენას მოახდენს თქვენს განწყობაზე.

თუ მაგნიტური ქარიშხლის დღეებში ძლიერი თავის ტკივილი გაგიგრძელდებათ, არტერიული წნევის მკვეთრი ზრდა ან  ვარდნა, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, უძილობა,  ნერვული მდგომარეობა, პანიკური შეტევები ან  გულის არეში ტკივილი შეგაწუხებთ, ექიმები სპეციალისტთან მისვლას გირჩევენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43