მოწევა თრომბების წარმოქმნის რისკებს ზრდის - ამერიკელი მეცნიერები

ხუთშაბათი, 04 მაისი, 2017 - 17:42

ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მოწევა ასუსტებს  სისხლძარღვების დაცვაზე  პასუხისმგებელ გენს, რომელიც,  თავის მხრივ, ზრდის თრომბების წარმოქმნის რისკს.

როგორც კვლევის ავტორები ჟურნალ Circulation-ში გამოქვეყნებულ  სტატიაში აღნიშნავენ,  სისხლის კოლტები სისხლძარღვებს ნაკლებად ელასტიურს ხდის, რაც  გულის დაავადებებს იწვევს.

მეცნიერთა  დასკვნები 140 ათასი ადამიანის გენეტიკურ მასალაზე  ჩატარებულ  კვლევებს  ეფუძნება.

ანგარიშის ერთ-ერთი ავტორი, პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი  დანიშ სალეხინი კვლევის შედეგებს ერთ-ერთ პირველ ნაბიჯებს უწოდებს, როცა გენზე გავლენის მოხდენამ შესაძლოა  გულის კორონარული დაავადება გამოიწვიოს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თამბაქოს მოხმარებას   მთელი რიგი ქრონიკული, მათ შორის კიბოს, ფილტვის დაავადება და სისხლძარღვთა დაავადებების ერთ-ერთი ძირითად რისკის ფაქტორად ასახელებს. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, თამბაქოს მოხმარება  მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად  1.6 მილიონი ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება. თამბაქოს რეგულარული  მოხმარება იწვევს ფილტვის, ხორხის, პირის ღრუს, ნაღვლის ბუშტისა და  ღვიძლის უჯრედების მუტაციას.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.8
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39