ადამიანები მომავალში რობოტებისთვის შინაური ცხოველები გახდებიან - ელონ მასკი

ხუთშაბათი, 04 მაისი, 2017 - 16:42

კოსმოსური კორპორაცია SpaceX-ისა და ელექტრომანქანების Tesla-ს დამფუძნებელი, ბიზნესმენი და მილიარდერი ელონ მასკი აცხადებს, რომ ადამიანები ნაწილობრივ კიბორგები გახდნენ და  ისინი მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ მომავალში რობოტებისთვის შინაური ცხოველები გახდებიან.

"ჩვენ უკვე კიბორგები ვართ. გვყავს  საკუთარი თავის ვირტუალური ასლი, ელექტრონული პირადობა, რომელიც ნაწილობრივ ინახება ელექტრონულ ფოსტაში ან პირად მიმოწერაში, ყველაფერს  ვაკეთებთ ინტერნეტით. ჩვენ გვაქვს მეტი ძალა, ვიდრე 20 წლის წინანდელ პრეზიდენტი. ნებისმიერ კითხვაზე  პასუხის მოსაძებნად  მყისიერი კონფერენციის მოწყობა ან  მილიონობით ადამიანთან კონტაქტის დამყარება შესაძლებელია. ეს,  უბრალოდ,  წარმოუდგენელი რამაა ", - განაცხადა მასკიმ.

რაც შეეხება მილიარდერის ახალ პროექტს, მასკიმ ახალი კომპიუტერის შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა, რომელიც ადამიანის თავის ტვინს  დაუკავშირდება და  შეძლებს  ტვინის აქტიურობის გაზრდას,  წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მისივე თქმით, რობოტებთან შედარებით ადამიანებს დაბალი ინტელექტი ექნებათ და ისინი მათ ისე მოექცევიან, როგორც შინაურ ცხოველებს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.95
  • 3.35
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46