სომალიში 31 წლის მინისტრი სპეცრაზმმა შეცდომით საკუთარ მანქანაში ჩაცხრილა

ხუთშაბათი, 04 მაისი, 2017 - 13:16

სომალიში საზოგადოებრივი სამუშაოები მინისტრი, 31 წლის აბდულახ შეიხ აბასი სპეცრაზმელებმა შეცდომით საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს.

როგორც ქვეყნის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მინისტრი დედაქალაქ მოგადიშოში,  პრეზიდენტის სასახლესთან მოკლეს. სპეცსამსახურებმა ის შეცდომით შეიარაღებულ ისლამისტად მიიჩნიეს. საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით, ქვეყნის პრეზიდენტმა მოჰამედ აბდულაჰ მოჰამედმა ეთიოპიაში ვიზიტი  შეწყვიტა.

 დაღუპული მინისტრი კენიაში,  ლტოლვილთა ბანაკში  გაიზარდა,  გასული წლის ნოემბერში იგი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მინისტრი სომალის მთავრობაში.

BBC-ის ანალიტიკოსის განცხადებით, სომალიში მსგავსი შეცდომები ხშირად ხდება, ქვეყანა ისლამისტების  თავდასხმების  ხშირი სამიზნე ხდება და  დაძაბულობის მაღალ დონეს უკავშირდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.05
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42