კონგრესმენების ამ მიმართვაში ვხედავთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მკაფიო მხარდაჭერას - მიხეილ ჯანელიძე

ხუთშაბათი, 04 მაისი, 2017 - 14:30

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე კიდევ ერთხელ ეხმაურება შეერთებული შტატების, კონგრესის მხრიდან გამოხატულ ძალიან მნიშვნელოვან მხარდაჭერას, რაც აისახა კონგრესმენების წერილში, რომელიც მათ საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავთან დაკავშირებით გამოაქვეყნეს.

"ეს წერილი მიუთითებს, თუ რამდენად ღრმა არის ჩვენი თანამშრომლობა და სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. პირველ რიგში ეს ეფუძნება ჩვენს საერთო ღირებულებებს, დემოკრატიულ პროგრესს საქართველოში, რომელიც რა თქმა უნდა ამერიკის შეერთებული შტატების ძალიან დიდი ფინანსური, ტექნიკური და პოლიტიკური მხარდაჭერის შედეგად გახდა შესაძლებელი. ამ მიმართვაში, კონგრესმენები ცალსახად აღიარებენ საქართველოს განსაკუთრებულ პროგრესს დემოკრატიული განვითარების გზაზე. მედია თავისუფლების, მედია პლურალიზმის, ღია ეკონომიკის და სხვა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით. ჩვენ, კონგრესმენების ამ მიმართვაში ვხედავთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მკაფიო მხარდაჭერას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის ასევე ძალიან დიდი მხარდაჭერა ამერიკასა და საქართველოს შორის შემდგომი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების და ჩვენ ამ მიმართულებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.55
  • 3.11
  • 3.5
  • 0.05
  • 0.67
  • 1.5