ქართველმა სამხედროებმა აშშ-ის ბაზაზე ინსპექცია ჩაატარეს

ხუთშაბათი, 04 მაისი, 2017 - 12:21

 საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის შეიარაღების კონტროლისა და ვერიფიკაციის სამმართველოს ჯგუფმა გერმანიაში აშშ-ის არმიის ბაზა „მანჰაიმზე" ინსპექცია ჩაატარა. ღონისძიება „ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ" ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდა.

ქართველ სამხედრო ინსპექტორთა ათკაციანმა ჯგუფმა, რომელშიც ვერიფიკაციის სამმართველოს წარმომადგენლების გარდა, აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობის სხვადასხვა ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებითაა დაკომპლექტებული, აშშ-ის არმიის ბაზაზე სხვადასხვა ტიპის შეიარაღება და ტექნიკა აღრიცხეს. ქართველმა სამხედრო ინსპექტორებმა ქვედანაყოფის განთავსების გეგმა შეამოწმეს და მონაწილეობა საწვრთნელ-სავერიფიკაციო ღონისძიებაში მიიღეს, რომელიც ევროპაში აშშ-ის საფრთხეების შემცირების სააგენტოსა და ბუნდესვერის სავერიფიკაციო ცენტრს შორის არსებული ურთიერთშეთანხმების საფუძველზე განხორციელდა.

დაგეგმილი საინსპექციო ღონისძიება მიზნად ქართველი სამხედრო ინსპექტორების მხრიდან ამერიკელი და გერმანელი პარტნიორებისთვის მსგავსი სავერიფიკაციო ღონისძიებების ჩატარების დროს თანხლების და ინსპექტირების საკითხებში გამოცდილების გაზიარებასაც ისახავდა.

საქართველო „ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ" ხელშეკრულებას 1992 წლიდან შეუერთდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის შეიარაღების კონტროლისა და ვერიფიკაციის სამმართველოს სამხედრო ინსპექტორები ანალოგიურ ღონისძიებას სხვადასხვა სამხედრო ბაზაზე ხშირად ახორციელებენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.82
  • 3.1
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39