„თავისუფალი საქართველო“ უსახლკაროებისთვის სოციალური სახლების დაკანონებას ითხოვს

ხუთშაბათი, 04 მაისი, 2017 - 12:16

 „თავისუფალი საქართველო“ ეკონომიკის სამინისტროს მიმართავს, გლდანში, ყოფილი კერამიკის ფაბრიკის ჩასახლებაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველებს ფაქტობრივად დაკავებული ფართი უზუფრუქტის წესით (უვადო და უსასყიდლო სარგებლობაში) გადაეცეს.

როგორც პარტიაში აცხადებენ, თბილისში 10 000-მდე ოჯახი ცხოვრობს გაუსაძლის პირობებში, ნანგრევებში, ანტისანიტარიაში, ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის და წყლის გარეშე. ამ პრობლემის ერთადერთი გადაწყვეტა დედაქალაქში და რეგიონებში სოციალური სახლების ინფრასტრუქტურის შექმნაა. ამ მოთხოვნით ადმინისტრაციული განცხადება უკვე გადაეცა ეკონომიკის სამინისტროს, რომელიც გადაწყვეტილებას 1 თვის ვადაში მიიღებს.

დაინტერესებულმა პირებმა (სოციალურად დაუცველებმა, რომლებიც არალეგალურად იკავებენ სხვადასხვა ფართს) სამართლებრივი დახმარების მიზნით მომართეთ “თავისუფალი საქართველოს” ცენტრალურ ოფისს: თბილისი, ონიაშვილი 80 ან ქუთაისი, თამარ მეფის 14 ტელ: 593 505 444 ელ-ფოსტა: freegeorgia@hotmail.com

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46