კონგრესმენების წერილი გახლავთ საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი პოზიციის უპრეცედენტო დასტური - მიხეილ ჯანელიძე

ოთხშაბათი, 03 მაისი, 2017 - 14:07

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 25 წელთან დაკავშირებით 30 კონგრესმენის მიერ ინიცირებული საქართველოს მხარდამჭერ წერილს გამოეხმაურა. საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, აღნიშნული წერილი თვალსაჩინოს ხდის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მტკიცეა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის კუთხით აშშ მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.

„კონგრესმენების წერილი გახლავთ საქართველოსადმი ამერიკის შეერთებული შტატების ძალიან დიდი მხარდაჭერის დადასტურება. საქართველოს აქვს მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა კონგრესში. 30 კონგრესმენის წერილი საქართველოსთან მიმართებაში მტკიცე მხარდამჭერი პოზიციის უპრეცედენტო დასტურს და საქართველოსთან ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებისკენ მოწოდებას წარმოადგენს. ეს გახლავთ საქართველოს მთავრობის მიერ წარმატებულად გატარებული რეფორმებისა და საქართველოს დემოკრატიული განვითარების შედეგი. ასევე, ბოლო წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩამოყალიბებული მტკიცე პარტნიორობის, ნდობის და საერთო ღირებულებების გაზიარების დასტური", - აცხადებს მინისტრი.

 მინისტრის შეფასებით აღნიშნული წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის ორპარტიული მხარდაჭერას და საქართველოს და აშშ-ს მთავრობებს შორის აქტიურ კონტაქტებსა და თანამშრომლობას.

„ჩვენ ვაგრძელებთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მტკიცე თანამშრომლობას, რომელიც ორიენტირებულია საქართველოს განვითარებაზე, ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების აღმოჩენაზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის მხარდაჭერაზე“, -  განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

წერილში ამერიკელი კონგრესმენები მოიწოდებენ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის გასაფორმებლად საჭირო მოლაპარაკებების დაჩქარების შესახებ. აღნიშნული საკითხის შეფასებისას მინისტრმა აღნიშნა რომ საქართველო დაინტერსებულია აშშ-სთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებით.

„ეს საკითხი საქართველოს ინტერესის სფეროს წარმოადგენს და ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკის ფორმირებისთანავე ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა გაგრძელდება“, - განაცხადა ჯანელიძემ.

საქართველოს მხარდამჭერი წერილით აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 30-მა კონგრესმენმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისა და ორ ქვეყანას შორის მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის აღსანიშნავად, 2017 წლის 2 მაისს მიმართა. საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების ტედ პოსა (რესპუბლიკელი-ტეხასის შტატი) და ჯერალდ კონოლის (დემოკრატი-ვირჯინიის შტატი) მიერ ინიცირებული წერილს ხელს აწერენ როგორც აშშ-ისრესპუბლიკელი, ასევე დემოკრატი კონგრესმენები.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55