მშობლებო, გამოგადგებათ - ბავშვების აღზრდის ტიბეტური წესები

ოთხშაბათი, 03 მაისი, 2017 - 22:29

ტიბეტური წესების მიხედვით, ბავშვების აღზრდაში დაუშვებელია  ნებისმიერი დამცირება და ფიზიკური დასჯა, თუმცა მათ წლების მიხედვით, განსხვავებული აღზრდის მეთოდები აქვთ:

პირველი პერიოდი, პირველიდან  5 წლამდე  -  ბავშვებს ისე უნდა მოექცეთ,  როგორც "მეფეს", არ უნდა აუკრძალოთ არაფერი, თუ რაღაცა არ მოგწონთ, უბრალოდ, უნდა ეცადოთ მისი  ყურადღების გადატანა.

თუ ის  რაღაც სახიფათოს აკეთებს, უმჯობესია შეშინებული სახე მიიღოთ და უკმაყოფილება შეძახილით გამოხატოთ. ბავშვს სწორედ ეს ენა  ესმის, ამ პერიოდში საფუძველი ეყრება  ცნობისმოყვარეობას, ცხოვრების ინტერესს. ამ ასაკის ბავშვს ჯერ კიდევ არ შეუძლია ჭკუის სწავლების აღქმა და ლოგიკური ჯაჭვის შეკვრა.  როდესაც ის გატეხს ძვირადღირებულ ნივთს, ვერ გაიგებს მის ფასს და ვერ შეაფასებს დანაკარგს. უბრალოდ, სჯობს აუხსნათ, რომ გატეხვა და გაფუჭება ცუდი საქციელია, ხოლო დასჯა ამ შემთხვევაში ხაზს უსვამს, რომ თქვენ მასზე ძლიერი ხართ.

მეორე პერიოდი 5-დან 10 წლამდე  -  ამ დროს ბავშვი უნდა განიხილებოდეს, როგორც "მონა". მას უნდა მისცეთ დავალებები და მოსთხოვოთ მისი შესრულება. შეუსრულებლობისა და უპასუხისმგებლობის შემთხვევაში შესაძლებელია დასჯა, მაგრამ არა ფიზიკურად. ამ დროს აქტიურად ვითარდება ინტელექტი. ბავშვმა უნდა ისწავლოს  მის ქმედებებზე  ხალხის რეაქციის პროგნოზირება, რითაც მის პოზიტიურ დამოკიდებულებას  გამოვიწვევთ  და თავიდან ავიცილებთ უარყოფით გამოვლინებებს. არ შეგეშინდეთ ბავშვის დატვირთვა განათლების მხრივ.

მესამე პერიოდი 10-დან 15 წლამდე - მოექეცით  როგორც თანასწორს. მაგრამ არა თანაბარ პირობებში, რადგან თქვენ ჯერ კიდევ მასზე უფრო მეტი გამოცდილება და ცოდნა გაქვთ.  ყველა მნიშვნელოვან საკითხზე შეუთანხმდით,  ხელი შეუწყეთ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებაში, ნუ მოახვევთ თავს თქვენს ნებას. სჯობს საკითხების განხილვისას  რჩევები მისცეთ. თუ მისი ქმედებები არ მოგწონთ,  ყურადღება უარყოფით შედეგებზე გაამახვილეთ და არ ეცადოთ, პირდაპირ აკრძალვაზე გადახვიდეთ. ეს ხელს შეუწყობს მის  დამოუკიდებლობას.

აღზრდის ბოლო პერიოდი  15 წლიდან -  მოექეცით  პატივისცემით, მისი აღზრდა უკვე დაგვიანებულია. ახლა ისღა დაგრჩებიათ, დაელოდოთ საკუთარი შრომის ნაყოფს.

და კიდევ:

   თუ  5 წლამდე ასაკის ბავშვს მკაცრად მოექცევით,  თქვენ ჩაახშობთ მის სიცოცხლისუნარიანობას, მიაჩვევთ დაუფიქრებლად დამორჩილებას და წესად უქცევთ ძალის გავლენის ქვეშ მოქცევას, რაც ნეგატიური ძალების მსხვერპლად აქცევს.

თუ თქვენ  5 წლის შემდეგ კვლავ გააგრძელებთ "თავზე ხელის გადასმას", ბავშვი გაიზრდება ინფანტილური და  შრომის უუნარო.

 თუ 10 წლის შემდეგ გააგრძელებთ პატარა ბავშვივით მასზე ზრუნვას, ის თავის თავში დარწმუნებული და თვითდაჯერებული ვერ გაიზრდება, დამოკიდებული იქნება უფრო დამოუკიდებელ და ძლიერ მეგობრებზე, რომლებიც მასზე  ყოველთვის სასურველ გავლენას ვერ მოახდენენ.

თუ 15 წლის შემდეგ  პატივს არ სცემ, ის ამას არ გაპატიებს და როგორც კი საშუალება მიეცემა, თქვენს დატოვებას შეეცდება. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59