18 მაისს საქართველოში ეროვნული სამოსის დღეს აღნიშნავენ

ოთხშაბათი, 03 მაისი, 2017 - 16:20

საქართველოს ეროვნული სამოსის დღეს 18 მაისს საქართველოს 25 ქალაქსა და აშშ-ს და ევროპის 12-მდე ქალაქში აღნიშნავენ. ამ დღეს ნებისმიერ მსურველს შეეძლება თავისი ისტორიული სამოსით გამოვიდეს ქუჩაში, სამსახურში, სკოლაში, უნივერსიტეტში.

საქართველოში ეროვნული სამოსის დღე 25-მდე ქალაქში აღინიშნება. მთელი საქართველოს მასშტაბით დაგეგმილია კარნავალის ტიპის კოსტიუმირებული აღლუმები, საინტერესო გამოფენები, კონცერტები და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობასთან. 

საქართველოს ეროვნული სამოსის დღე  ვაშინგტონში საქართველოს საელჩოში, ქართული სათვისტომოს ორგანიზებით ლონდონში, დუბლინში, კიევში, თელავივში, მოსკოვში, მინსკში, სტამბულში და ევროპის კიდევ რამდენიმე ქალაქში გაიმართება.

18 მაისი როგორც ეროვნული სამოსის დღე 2016 წელს პირველად აღინიშნა საქართველოს 14 ქალაქში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.43
  • 3
  • 3.45
  • 0.04
  • 0.59
  • 1.43