კინოფესტივალზე goEast გამარჯვებული ქართველი კინემატოგრაფისტები დააჯილდოვეს

ოთხშაბათი, 03 მაისი, 2017 - 13:41

26 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით გერმანია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფილმების საერთაშორისო ფესტივალს goEast მასპინძლობდა, სადაც ქართველი კინემატოგრაფისტები დაჯილდოვდნენ. ნანა ექვთიმიშვილსა და სიმონ გროსს პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის გადაეცათ ფილმისთვის "ჩემი ბედნიერი ოჯახი". ფილმი ასევე დაჯილდოვდა კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის ჯილდოთი "ფიპრესი".

ფესტივალის ერთ-ერთი რჩეული გახდა კიდევ ერთი ქართული ფილმი "მზის ქალაქი". რატი ონელის დოკუმენტურ ნამუშევარს კულტურული მრავალფეროვნების ფედერალური უწყების პრიზი გადასცეს.

წელს კინოფესტივალზე goEast არაერთი ქართული ფილმი იყო წარმოდგენილი. ფესტივალზე ასევე აჩვენეს პირველი ქართველი ქალი რეჟისორის, ნუცა ღოღობერიძის ფილმი "ბუბა", ლანა ღოღობერიძის ფილმი "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე", ოთარ იოსელიანის "ზამთრის სიმღერა" და ნუცა ალქესი-მესხიშვილის ფილმი "ბედნიერება".

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43