სასამართლომ ირაკლი ხოფერია დაზარალებულად ცნო

ოთხშაბათი, 03 მაისი, 2017 - 13:27

2017 წლის 2 მაისს მიღებული განჩინებით, ირაკლი ხოფერია, რომელსაც პროკურატურა დაზარალებულად ცნობაზე უარს ეუბნებოდა, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაზარალებულად მიიჩნია და ჩათვალა, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რომ პროკურორმა გამოიტანოს დადგენილება ირაკლი ხოფერიას დაზარალებულად ცნობის თაობაზე.

"როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, ირაკლი ხოფერიას სავარაუდოდ პოლიციელთა მხრიდან განხორციელებული წამების ფაქტზე გამოძიება 2017 წლის მარტიდან მიმდინარეობს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, რომელიც ირაკლი ხოფერიას ინტერესებს იცავს, ირაკლი ხოფერიას დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით განცხადებით თავდაპირველად სისხლის სამართლის საქმის ზედამხედველ პროკურორს მიმართა, რომელმაც მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. აღნიშნულ საკითხზე წარდგენილი საჩივარი არ დააკმაყოფილა არც ზემდგომმა პროკურორმა.

პროკურატურის განმარტებით, გამოძიების მიმდინარე ეტაპზე არ არსებობდა ირაკლი ხოფერიას დაზარალებულად ცნობის საფუძველი. პროკურატურის მიერ მიღებული უარის შემდგომ, საია-მ 2017 წლის 21 აპრილს სასამართლოს მიმართა და მოითხოვა ირაკლი ხოფერიას დაზარალებულად ცნობა. სასამართლომ სრულად გაიზიარა საჩივარში მოყვანილი არგუმენტები, და მოთხოვნა დააკმაყოფილა. სასამართლომ განმარტა, რომ დაცვის ეფექტური საშუალება გულისხმობს სრულყოფილი და ეფექტური გამოძიების წარმოებას დამნაშავე პირთა გამოვლენისა და დასჯის მიზნით.

,,ამ ფონზე კი მომჩივანისათვის საგამოძიებო პროცედურები ხელმისაწვდომი უნდა იყოს, ხოლო ხელმისაწვდომობა სისხლის სამართლის საქმეზე გადის კონკრეტული სტატუსის მოპოვების შემდგომ. [...] მოცემულ ეტაპზე სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილია, რომ ირაკლი ხოფერიას მიმართ შესაძლოა განხორციელდა წამება, სამართალდამცავი ორგანოების ცალკეული თანამშრომლების მიერ. მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე ბრალი არ წარდგენია არავის, აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს რაიმე ხელშემშლელ გარემოებას ირაკლი ხოფერიას დაზარალებულად ცნობისათვის“.

შედეგად სასამართლომ დაადგინა, რომ ,,პროკურორმა უსაფუძვლოდ უთხრა უარი ირაკლი ხოფერიას დაზარალებულად ცნობაზე, რითაც ფაქტობრივად პირს მოესპო საშუალება, ისარგებლოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებებით“. საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება არ საჩივრდება", - ნათქვამია საიას გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.55
  • 3
  • 3.4
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5