ამერიკის კონგრესში საქართველოს მხარდამჭერ კონგრესმენთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება - თამარ ჩუგოშვილი

ოთხშაბათი, 03 მაისი, 2017 - 11:16

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის 30 კონგრესმენმა ქვეყნის პრეზიდენტს საქართველოს მხარდამჭერი განცხადებით მიმართა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ ჩუგოშვილმა კომენტარი გააკეთა და კონგრესმენების წერილის მნიშვნელობა შეაფასა.

„თავისთავად ის ფაქტი, რომ როგორც რესპუბლიკური, ასევე დემოკრატიული პარტიის 30 კონგრესმენი მიმართავს ამერიკის პრეზიდენტს საქართველოსთან დაკავშირებით, უპრეცენდენტო ფაქტია და მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს. ასევე მნიშვნელოვანია ის აქცენტები, რაც წერილშია დასმული. პირველ რიგში, ეს არის მოწოდება პრეზიდენტის მიმართ, რომ მხარი დაუჭიროს საქართველოს გაწევრიანებას ნატოში, და მეორე - ეს არის, თავისუფალი ვაჭრობის საკითხი. ანუ ის, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის დაიწყოს საუბარი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. ამავე წერილში ხაზგასმულია ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელიც ჩვენ ქვეყანას უკანასკნელი წლების განმავლობაში აქვს და ის ძალიან მნიშვნელოვანი კონტრიბუცია და წვლილი, რომელიც საქართველოს ტერორიზმთან ბრძოლაში და ზოგადად გლობალური უსაფრთხოების საკითხებში შეაქვს. ასე რომ, როგორც შინაარსობრივად იმ გზავნილების გათვალისწინებით, რაც ამ წერილშია მოცემული, ასევე თავად ის ფაქტი, რომ სულ უფრო იზრდება კონგრესში საქართველოს მხარდამჭერთა კონგრესმენთა რაოდენობა, ძალიან მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ, რომ სამომავლოდ ეს დიდად შეუწყობს ხელს როგორც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების წინ წაწევას, ასევე სამომავლო პერსპექტივაში, საქართველოს ნატოში გაწევრიანებას“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.95
  • 3.35
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46