ირაკლი ღლონტი პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განცხადებას ავრცელებს

სამშაბათი, 02 მაისი, 2017 - 22:11

პარტია ,,რეფორმატორების’’ თავმჯდომარე ირაკლი ღლონტი პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განცხადებას ავრცელებს.

"მართალია, პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს და კონსტიტუციის დაცვის ყველა მხარეს ნაკლებად სახარბიელო კონტექსტში მოგვიხსენიებს, თუმცა მინდა საზოგადოება ჩადგეს საქმის კურსში, რომ ჩვენი სამოქალაქო კამპანიის მიზანი არა დესტრუქცია, არამედ ჩვენი ხალხის საერთო ღირებულებათა კრებულის, ქვეყნის უზენაესი საკანონმდებლო აქტის დაცვაა.

აშკარაა, რომ პრეზიდენტი და ჩვენც ვიზიარებთ მოსაზრებას, რომ კონსტიტუცია ყველასია და არც ერთ ჩვენგანს არ გვაქვს უფლება ვივაჭროთ მასთან მიმართებით, უბრალოდ იმის გათვალისწინებით, რომ ის ცალკე აღებული არავის არ ეკუთვნის, მათ შორის არც ქვეყნის პრეზიდენტს. ერთადერთი, რაც დღეს პრეზიდენტს, შეხვედრაზე მყოფ კოლეგებს და სხვა მოქალაქეებს გავუზიარე არის ის, რომ ამ უკომპრომისო ბრძოლაში უნდა მოვიწვიოთ რაც შეიძლება მეტი თანამოქალაქე და კიდევ უფრო ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ ხალხთან ამ რედაქციიდან გამომდინარე საფრთხეებზე. უნდა ვისაუბროთ, რომ ვიწრო პარტიულ ინტერესებს მორგებული კონსტიტუცია, აბსოლუტურად შეუზღუდავი ძალაუფლების და ყველა კონსტიტუციურ ორგანოზე ზეგავლენის განმხორციელებელი ოლიგარქი, ასევე მისი ხელისუფლება, კიდევ უფრო მეტად დაშორდება ხალხს, უფრო და უფრო ჩატყდება ხიდი ხელისუფლებას და მოსახლეობას შორის.

ჩვენ უნდა ვესაუბროთ ყველა თანამოქალაქეს, ვესაუბროთ დევნილ საზოგადოებას და ვუთხრათ, რომ ინსტიტუციური ნგრევის, ხელისუფლების უზურპაციისა და ძალაუფლების მიტაცების პირობებში გაგვიჭირდება ავაშენოთ ისეთი სახელმწიფო, რომელიც დაგვაახლოებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან, ქვეყნის გამთლიანებასთან’’- ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.97
  • 3.36
  • 0.04
  • 0.71
  • 1.45