დღეს დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარი შედგება

სამშაბათი, 02 მაისი, 2017 - 16:03

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარს გამართავს, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. ამერიკის ადმინისტრაციის ინფორმაციით,  სატელეფონო საუბარი დღეს, მოსკოვის დროით 19:30 შედგება , საუბრის ძირითადი თემა, დიდი ალბათობით,  სირიის საკითხი იქნება.

სატელეფონო საუბარი ორი ქვეყნის ლიდერს შორის, ტრამპის გაპრეზიდენტებიდან   მესამე იქნება.  პირველი საუბარი ლიდერებს შორის  28 იანვარს შედგა და  სირიის კონფლიქტის  მოგვარებას და ექსტრემისტული დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოს" ეხებოდა. მანამდე მათ ტელეფონით დონალდ ტრამპის ჯერ კიდევ ინაუგურაციამდე  ისაუბრეს, როდესაც ვლადიმერ პუტინმა მას ნოემბრის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

შემდეგი საუბარი პრეზიდენტებს შორის 4 აპრილს შედგა, როდესაც ტრამპმა  პუტინს პეტერბურგის მეტროში მომხდარი  ტერაქტის გამო მიუსამძიმრა. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.55
  • 3.11
  • 3.5
  • 0.05
  • 0.67
  • 1.5