წალენჯიხა ჯვარზენს ახალი გზით დაუკავშირდება

სამშაბათი, 02 მაისი, 2017 - 16:32

წალენჯიხა-ჯვარზენის გზის 7.2 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და წალენჯიხის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად დაათვალიერა.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, სამუშაოების დასრულების შემდეგ წალენჯიხა და ჯვარზენი უახლოესი გზით დაუკავშირდებიან ერთმანეთს. ეს გზა ამორტიზირებული იყო და აქ გადაადგილება, მსუბუქი მანქანებისთვის თითქმის შეუძლებელი იყო, ამჯერად კი თქვენ ხედავთ თანამედროვე კეთილმოწყობილ გზას, ყველა საგზაო ინფრასტრუქტურით და მოსაცდელებით“ - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ.

პროექტის ფარგლებში დაიგო, ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყო სანიაღვრეები, გადასასვლელები, მოსახლეობის ეზოებში შესასველები, კიუვეტები. ამჟამად საგზაო ნიშნების მოწყობა და მოსაცდელების მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოებზე 50-მდე ადგილობრივია დასაქმებული. პირველი ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც რამდენიმე დღეში დასრულდება, მოიცავს ქალაქ წალენჯიხიდან, სოფელ ოჭანეს, ზედა საჩინოს უბნამდე მონაკვეთს. მეორე ეტაპის სამუშაოები კი ზედა საჩინო-ჯვარზენის მონაკვეთს მოიცავს და წელს დასრულდება.

წალენჯიხა-ჯვარზენის გზა ბოლო 20 წლის განმავლობაში ამორტიზირებული იყო. წალენჯიხა-ჯვარზენის გზის რეაბილიტაციას ინფრასტრუქტურის სამინისტროს გზების დეპარტამენტი ახორცილებეს, პროექტი შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტის (SLRPIII) ფარგლებში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.55
  • 3.11
  • 3.5
  • 0.05
  • 0.67
  • 1.5