მინისტრმა მოფარიკავეებს ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული წარმატება მიულოცა

სამშაბათი, 02 მაისი, 2017 - 16:18

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე, საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრები 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა ხმლით ფარიკაობაში.

ახალგაზრდა ქართველმა მოფარიკავეებმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად მოიგეს ხმლით ფარიკაობაში გუნდური ჩემპინატი 23-წლამდელებს შორის. ფინალში საქართველოს ნაკრებმა იტალიას 45:36 სძლია, 1/2 ფინალში კი რუსეთის 23- წლამდელთა ნაკრები 45:41 დაამარცხა. რუსეთის დამარცხებამდე, ქართველმა მოფარიკავეებმა ბულგარეთს 45:34 და რუმინეთს 45:31 მოუგეს. აღსანიშნავია ასევე ინდივიდუალურ გამოსვლებში, 23-წლამდელთა შორის, საქართველოს ნაკრების წევრის ლუკა ღაღანიძის მიერ ასევე პირველად ისტორიაში, რაპირით ფარიკაობაში მოპოვებული ბრინჯაოს მედალი.

ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ეროვნული და 23-წლამდე მოფარიკავეთა ნაკრების წევრებს, ფედერაციის პრეზიდენტ ზაზა მჭედლიძესთან და მწვრთნელებთან ერთად, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ფარიკაობის დარბაზში შეხვდა და წარმატება მიულოცა.

შეხვედრას მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, ასევე ფარიკაობის ფედერაციის ოფიციალური პარტნიორის - ვი თი ბი ბანკის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ბარკალაია ესწრებოდნენ.

“ვულოცავთ ჩვენს ახალგაზრდა სპორტსმენებს ამ მართლაც გმირულ გამარჯვებას. გვიხარია და განსაკუთრებით ამაყები ვართ, რომ ევროპაში საუკეთესო გუნდი გვყავს 23- წლამდელებს შორის. ბოლო წლებია, ერთობლივი ძალისხმევით, როგორც ფედერაციის და სპორტსმენების, ასევე სამინისტროს აქტიური ჩართულობით შევძელით და ავაღორძინეთ სპორტის ეს სახეობა. ზედიზედ მეორე წელია ჩვენი ახალგაზრდა მოფარიკავეები ევროპის ჩემპიონატის ფინალში ახერხებენ გასვლას, წელს ევროპის ჩემპიონობაც ვიზეიმეთ და გვაქვს ასევე წარმატებები ინდივიდუალურ გამოსვლებშიც. ასევე კარსაა მომდგარი ევროპის ჩემპიონატი უფროსებს შორის, რომელსაც თბილისი ივნისის თვეში უმასპინძლებს, სადაც ასევე წარმატების დიდი იმედი გვექნება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოფარიკავეები სამომავლოდ კიდევ არაერთხელ გაგვახარებენ და ნამდვილად გვაქვს წარმატების მოლოდინი 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე" - განაცხადა სპორტსმენებთან შეხვედრისას ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრები ხმლით ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატზე გუნდურ შეჯიბრში ასეთი შემადგენლობით ასპარეზობდა - მიხეილ მარდალეიშვილი, საბა სულამანიძე, ნიკა შენგელია, ვაჟა რეჭია.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელი წლის მთავარ ტურნირს, ევროპის ჩემპიონატს 11-17 ივნისს საქართველოს დედაქალაქი თბილისი უმასპინძლებს. ევროპის ჩემპიონატი ფარიკაობაში პროექტ - Check in Georgia-ს ფარგლებში ტარდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5