საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

სამშაბათი, 02 მაისი, 2017 - 15:11

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ერთ-ერთი საინფორმაციო საშუალებით გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეტებს.

"ერთ-ერთი საინფორმაციო საშუალებით, 2017 წლის 1 მაისს გავრცელებული ინფორმაცია, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის ლელა ჩიქოვანის შრომითი ანაზღაურების შესახებ, უზუსტობებს შეიცავს.

მოგახსენებთ, რომ ინფორმაციაში, რომელიც სააგენტომ გაავრცელა, საუბარია ლელა ჩიქოვანის ოთხი თვის ანაზღაურებაზე, თუმცა, რეალურად, დასახელებული მთლიანი თანხა ხუთი თვის შრომის ანაზღაურებაა - 2016 წლის 2 აგვისტოდან - 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

ასევე აღსანიშნავია, რომ თავდაცვის სამინისტროში 2016 წლის აგვისტოდან, მინისტრისა და მისი მოადგილეების, ასევე გენერალურ შტაბსა და სტრუქტურულ ქვედანაყოფებში მრჩეველთა შტატების გაუქმებისა და თანაშემწეების შტატების შემცირების შედეგად, მთლიანობაში, წლიურად, მილიონ ლარამდე თანხა დაიზოგა. შესაბამისად, დაზოგილი თანხა, ერთი მხრივ, გენერალური შტაბის სამეთაურო რგოლზე გადანაწილდა (300-მდე სამხედრო მოსამსახურე, რომელთაც სამეთაურო დანამატი დაენიშნათ), მეორე მხრივ, ფუნქციონალური დატვირთვის ადეკვატურად, უწყების სხვადასხვა თანამდებობის პირზე, რაც მათ შრომის ანაზღაურებაზე აისახა", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46