სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო - საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში - კონკურსს აცხადებს

სამშაბათი, 02 მაისი, 2017 - 14:26

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო  გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის პოზიციაზე საკონკურსო განაცხადების მიღებას აცხადებს.

ახალგაზრდობის წარმომადგენლების პროგრამა, გაეროს ერთ-ერთ წარმატებულ ინიციატივად მიიჩნევა. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, პირველად 1981 წელს მოუწოდა წევრ ქვეყნებს, რომ ახალგაზრდა დელეგატები ქვეყნის ოფიციალურ დელეგაციებში შეეყვანათ. აღნიშნული მოწოდება დაფიქსირებულია გაეროს რამდენიმე რეზოლუციაში.

საქართველოში პროგრამას საფუძველი 2012 წელს ჩაეყარა და სრულად ფინანსდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან პარტნიორობით.

სათანადო კონკურსის გავლის შემდეგ, შერჩეული წარმომადგენელი ახალგაზრდებთან გადის კონსულტაციებს, ატარებს შეხვედრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. მოგვიანებით, ახალგაზრდობის წარმომადგენელი მიემგზავრება გაეროს სათაო ოფისში (ნიუ იორკი, აშშ), სადაც როგორც საქართველოს დელეგაციის სრულუფლებიანი წევრი, მონაწილეობას იღებს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის ღონისძიებებში და საკომიტეტო მოსმენებში, სიტყვით გამოდის ამავე კომიტეტის სხდომაზე და მონაწილეობს ახალგაზრდობის შესახებ დადგენილების შემუშავებაში.

ახალგაზრდობის წარმომადგენელს ასევე შეუძლია ეკონომიკური და სოციალური საბჭოს სოციალური განვითარების კომისიის სხდომებში მონაწილეობის მიღება (თებერვალი). გარდა ქვეყნის წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელებისა, ახალგაზრდობის წარმომადგენელი სხვა ქვეყნის დელეგატებთან ერთად ახორციელებს ახალგაზრდების პრობლემებთან დაკავშირებულ ღონისძიებებსა და ინიციატივებს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს - 18-დან 25 წლამდე. დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები: Curriculum Vitae და ინგლისურ ენაზე დაწერილი თემა (მაქსიმუმ 500 სიტყვა, ფონტი -ზომა-11;Sylfaen, ხაზებს შორის დაშორება 1)  შემდეგ საკითხზე:

How can young people contribute to responsive, participatory and representative decision-making at all levels?

განაცხადები მიიღება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს კანცელარიაში ჭავჭავაძის გამზირი N49ა ნაბეჭდი (ერთი ეგზემპლარი) და ელექტორნული სახით (კომპაქტ დისკი) 2017 წლის 22 მაისის ჩათვლით.

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

1. პირველ ეტაპზე კანდიდატები შეფასდებიან წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე.

2.  შერჩეული კანდიდატები გაივლიან კომისიასთან გასაუბრებას. გასაუბრება ჩატარდება ინგლისურ ენაზე.

3.  გასაუბრების შედეგად შერჩეული საუკეთესო კანდიდატები სიტყვით გამოვლენ (ინგლისურ ენაზე) სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ გამართულ საჯარო ღონისძიებაზე.

გამარჯვებული კანდიდატი გამოვლინდება 2017  წლის  ივნისის თვეში. 

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის ვებ-გვერდს -  http://unyouthdelegate.ge პროგრამის Facebook გვერდს - https://www.facebook.com/UNyouthgeorgia პროგრამის Youtube არხს  http://www.youtube.com/user/unyouthdelegatege/videos

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46