პანკისის ხეობაში გამწვანების აქცია მოეწყო

სამშაბათი, 02 მაისი, 2017 - 12:52

 გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი პანკისის ხეობას სტუმრობდა, სადაც სოფელ დუისში, ხეობის ახლაგაზრდებს შეხვდა და სამინისტროში მიმდინარე პროექტებზე ესაუბრა.

პანკისელი ახალგაზრდები ექსპრესლაბორატორიის სამუშაო პროცესსაც გაეცნენ. სააგენტოს სპეციალისტებმა ადგილზე ჩაატარეს ჰაერის დაბინძურების კვლევები, ელ. მაგნიტური გამოსხივების და ხმაურის გაზომვები. მიღებული შედეგების მიხედვით სპეციალისტებმა ზღვრულად დასაშვებ ნორმებთან შესაბამისობა განსაზღვრეს.

დღესვე, სოფელ დუისში გამწვანების აქცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა გიგლა აგულაშვილმა მხარის გუბერნატორთან ირაკლი ქადაგიშვილთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მიიღო. აქციის ფარგლებში, 300 -მდე წიწვოვანი (შავი ფიჭვი) და ფოთლოვანი სახეობის ნერგები დაირგო.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.55
  • 3
  • 3.4
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5