საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში გაემგზავრა

სამშაბათი, 02 მაისი, 2017 - 11:57

 საქართველოს პარლამენტის დელეგაცია უნგრეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოწვევით, ბუდაპეშტში გაემგზავრა.

დელეგაციას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა ხელმძღვანელობს, რომლის შემადგენლობაშიც ირაკლი მეზურნიშვილი, გიორგი ხატიძე და გიორგი ლომია არიან.

საპარლამენტო დელეგაციის წევრები, ბუდაპეშტში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავენ უნგრეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპულ საქმეთა კომიტეტების ხელმძღვანელებთან, პარლამენტის ვიცე სპიკერთან, უნგრეთ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის წევრებთან, საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში 5 მაისს დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5