ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში „ევროპის დღე“ აღინიშნა

სამშაბათი, 02 მაისი, 2017 - 11:38

 საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძე, ნიდერლანდების ელჩის, იოჰანეს დაუმას მონაწილეობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მიწვეულმა სტუმრებმა და სტუდენტებმა, საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსზე, ევროპული სივრცისკენ საქართველოს სწრაფვაზე, ამ მიმართულებით ქვეყნის მიერ განვლილ გზაზე, გამოწვევებზე, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე და ამ კუთხით, საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგებზე ისაუბრეს.

საუბარი შეეხო ასევე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სივრცის შესახებ შეთანხმებას (DCFTA), შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის ამოქმედებასა და ევროკავშირთან ინსტიტუციური და საკანონმდებლო ჰარმონიზაციის პროცესებს.

„ჩვენ აღვნიშნავთ ევროპის დღეს. ამ დღის სტუდენტებთან ერთად აღნიშვნა ძალიან მნიშვნელოვანია. ის, რომ გვინდა ვიყოთ ევროპის ნაწილი, იდენტობისა და ღირებულებითი ერთიანობის შეგრძნება და დიდი სურვილია“, - აღნიშნა მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველოს გაცხადებულ საგარეო კურსზე ისაუბრა და ახალგაზრდებს საქართველოს პარლამენტის მიერ ერთხმად მიღებული „საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ“ რეზოლუცია და ამ რეზოლუციაში ასახული ძირითადი მიმართულებებიც გააცნო. 

„ევროპის დღესთან“ დაკავშრებით, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრები, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან ერთად, თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქების სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებს, მიმდინარე კვირის განმავლობაში შეხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.79
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.4