ორფოლოს სასროლეთზე II ქვეითი ბრიგადის საველე სწავლება გაიმართა

ორშაბათი, 01 მაისი, 2017 - 16:07

საქართველოს შეიარაღებული ძალების მუდმივი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნების მიზნით, ორფოლოს სასროლეთზე საველე სწავლება გაიმართა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის და 21-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის ასეულებმა გეგმიური სწავლება საჩვენებელი წვრთნით დაასრულეს.

სამხედრო მოსამსახურეებმა ტაქტიკური გადაადგილების, თავმოყრის რაიონის დაკავების, საბრძოლო პოზიციის დაცვის, ბრძოლიდან გამოსვლის, პოზიციის გამაგრების და ძალთა გადაჯგუფების დავალებები შეასრულეს.

საველე-საჩვენებელი წვრთნები ჯავშანტექნიკის, ქვეითთა საბრძოლო მანქანების და ტანკსაწინააღმდეგო ჯგუფების მხარდაჭერით გაიმართა და ასეულის ტაქტიკური ჯგუფის საბრძოლო სროლებით დასრულდა.

საველე სწავლება 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 180 სამხედრო მოსამსახურე იყო ჩართული.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5