2 მაისს დასაქმების ფორუმი გაიმართება

ორშაბათი, 01 მაისი, 2017 - 12:52

სამშაბათს, 2 მაისს, 12:00-დან 17:00 საათამდე, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა  დასაქმების ფორუმს უმასპინძლებს. პროექტში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორიცაა: ვისოლი, სმარტი, დანკინ დონატსი, ვენდი, PSP, კრედო, IC ჯგუფი, პალიტრა L, 4Searvice, Super TV, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ ბი სი, ჩემი წიგნი და ა.შ.

დასაქმების ფორუმზე წარმოდგენილი იქნება 60-მდე ვაკანსია. დასაქმების ფორუმი გულისხმობს ერთ სივრცეში დამსაქმებლებისა და სამსახურის მაძიებელი სტუდენტების შეხვედრას, სადაც ორგანიზაციები წარადგენენ თავიანთ ვაკანტურ პოზიციებს, ხოლო დასაქმების მსურველი სტუდენტები ადგილზევე გაივლიან გასაუბრებას ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. ამასთან, მათ შეუძლიათ გასაუბრება გაიარონ ერთ ან რამდენიმე დამსაქმებელთან.

მისამართი: ალექსიძის II შეს. # 3 infopr@sciencelib.ge

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5