„ალჯაზირა“-ს ეთერში აჭარის შესახებ მომზადებული სარეკლამო კლიპი იტრიალებს

ორშაბათი, 01 მაისი, 2017 - 12:46

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტულ პოტენციალს რეკლამირება შუა აზიის ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან გამოფენაზე გაუწია.

დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ATM-2017 დეპარტამენტი საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად მონაწილეობდა. არაბი ტურისტებისთვის საქართველო ახალი და საინტერესო ტურისტული მიმართულებაა. შედეგად, საქართველოს სტენდი ტურისტულ კომპანიებსა და ვიზიტორებს შორის პოპულარობით სარგებლობდა.

დეპარტამენტისა და ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად გამოფენაზე 32 ქართული ტურისტული კომპანიისა და სასტუმროს წარმომადგენელი ეწეოდა საქართველოს ტურისტული პროდუქტებისა და შესაძლებლობების პოპულარიზაციას. ამას ემატებოდა, ქართული ფოლკლორი, რომელმაც ვიზიტორების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისთვის არაბეთის გაერთიანებული საამიროები ახალი სამიზნე ტურისტული ბაზარია, საიდანაც გასულ წელს, რეგიონში 6 953 არაბი ტურისტი ისვენებდა.

„ზოგადად, ძალიან დიდია ინტერესი საქართველოს, როგორც ახალი ტურისტული მიმართულების მიმართ. ჩვენი პოტენციური ტურისტები განსაკუთრებულ ინტერესს მთისა და მასთან დაკავშირებული ტურისტული პროდუქტების მიმართ იჩენდნენ. ამიტომ კონკრეტულად, აჭარის რეკლამირებისას ჩვენც აქცენტს უფრო ეკოტურისტულ, სამთო-სათხილამურო და სათავგადასავლო მარშრუტებზე ვაკეთებდით. ჩვენ ვგეგმავთ მედიატურის ფარგლებში ჩამოვიყვანოთ არაბულ ბაზარზე და არამარტო იქ პოპულარული ტელეკომპანია „ალჯაზირა“-ს გადამღები ჯგუფი. რეგიონის შესახებ მომზადებული სიუჟეტები და სარეკლამო ვიდეო რგოლი, რომელსაც მაისში გადავიღებთ იტრიალებს ალჯაზირას ეთერში,“ აღნიშნა ლილი კეკუამ არაბეთის გაერთიანებული საამიროების კოორდინატორმა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41