კონსერვატორიას დაარსებიდან 100 წელი უსრულდება

ორშაბათი, 01 მაისი, 2017 - 12:36

თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიას დაარსებიდან 100 წელი უსრულდება. იუბილესთან დაკავშირებით, 18:00 საათზე, დიდ დარბაზში კონსერვატორიის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიხსნება.

ფესტივალს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტური სიმფონიური ორკესტრი და გუნდი გახსნის; დირიჟორი - მირიან ხუხუნაიშვილი. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.

ფესტივალი, რომელიც მაისის ბოლომდე გაგრძელდება, 15 ღონისძიებას მოიცავს, მათ შორის „კონსერვატორიის საიუბილეო გალა-კონცერტი მიძღვნილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი“, რომელიც 26 მაისს ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება.

თბილისის კონსერვატორია, მთელ ამიერკავკასიაში, პირველი უმაღლესი სასწავლებელია. ოფიციალურად იგი 1917 წლის 1 მაისს გაიხსნა. 1924 წელს მას სახელმწიფო კონსერვატორიის სტატუსი მიენიჭა, ხოლო 1947 წლიდან იგი ქართველი მომღერლის ვანო სარაჯიშვილის სახელს ატარებს.

ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით იმართება. ფესტივალის მხარდამჭერია: თიბისი ბანკი. საინფორმაციო მხარდამჭერები: რუსთავი 2, არტარეა, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43