1 მაისს ახალგაზრდა პიანისტთა თბილისის მეშვიდე საერთაშორისო კონკურსი გაიხსნება

ორშაბათი, 01 მაისი, 2017 - 11:32

1 მაისს, 17:00 საათზე, მ. ბერძენიშვილის სახ. ხელოვნების საერთაშორისო ცენტრში „მუზა“ ახალგაზრდა პიანისტთა თბილისის მეშვიდე საერთაშორისო კონკურსი საზეიმოდ გაიხსნება. ჩატარდება მონაწილეთა კენჭისყრა და გაიმართება წინა კონკურსების ლაურეატების - სალომე მოდებაძის, ნათია ბერაიას და დავით ალადაშვილის კონცერტი.

ახალგაზრდა პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსი 2003 წელს დაარსდა და წელს, რიგით მეშვიდედ ტარდება. კონკურსი 1-8 მაისს გაიმართება. მასში მონაწილეობს 80-ზე მეტი ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ჭიათურა, ბორჯომი, ზუგდიდი, რუსთავი) და უცხოეთიდან (უკრაინა, რუსეთი, ლატვია, გერმანია, სომხეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი).

კონკურსს შეაფასებს 5 წევრიანი ჟიური: გ. ივანცოვა-ბიელკა (თავმჯდომარე, გერმანია), ვერა ნოსინა (რუსეთი), ვალენტინ შერსტიუკი (უკრაინა), ლიანა ნიქაბაძე და გიორგი შევერზაშვილი (საქართველო).

კონკურსის ორგანიზატორია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და მუსიკალური ხელოვნების ცენტრი. მხარდამჭერები: თბილისის მერია, კულტურის პალატა, „მუზა“, „ზარაფხანა“; კომპანიები: „სარაჯიშვილი“, „ტკბილი ქვეყანა“.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45