ალექსეი ნავალნიმ, შესაძლოა, ზელიონკის შესხმის გამო, ერთი თვალიდან მხედველობა დაკარგოს

, 30 აპრილი, 2017 - 13:36

რუსეთის  ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსეი ნავალნიმ, შესაძლოა, ერთი თვალიდან მხედველობა დაკარგოს. ამის შესახებ ოპოზიციონერი საკუთარ ბლოგზე წერს.

როგორც ნავალნი აცხადებს,  ბრილიანტის მწვანის, ე.წ. ზელიონკას შესხმის შემდეგ მას მარჯვენა თვალი დაუზიანდა და  მკურნალობა  შედეგს არ იძლევა. ნავალნის ეჭვი აქვს, რომ ზელიონკაში სხვა მომწამვლელი ნივთიერება იყო შერეული, რადგან მას მწვანე საღებავი ბარნაულში 20 მარტსაც შეასხეს, თუმცა მაშინ ანტისეპტიკურ საშუალებას რაიმე გართულება არ მოჰყოლია.

ალექსეი ნავალნის  ბრილიანტის მწვანე, ე.წ. ზელიონკა დაუდგენელმა მამაკაცმა, მოსკოვში 27 აპრილს გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ სახეში შეასხა. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46