ჩემთვის დიდი პატივია, თქვენთან, ქართულ ჯართან ერთად, ვემსახურო ჩემს ქვეყანას - ლევან იზორია

, 30 აპრილი, 2017 - 19:23

ჩემთვის დიდი პატივია, თქვენთან, ქართულ ჯართან ერთად, ვემსახურო ჩემს ქვეყანას. თქვენ ხართ სამშობლოს სიყვარულის მაგალითი, ეროვნული ღირსების დაცვის ძლიერი მუხტი, რომელიც ყველაზე მეტად აძლიერებს ჩვენს ეროვნულ სულისკვეთებას და ენერგიას, - ამ სიტყვებით მიულოცა შეიარაღებული ძალების დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვაზიანში, IV მექანიზებულ ბრიგადაში შეკრებილ სამხედრო მოსამსახურეებს.

საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ლევან იზორიამ სამხედრო სამსახურის მნიშვნელობასა და ჯარისკაცის საპატიო მისიაზე გაამახვილა ყურადღება.

„დღეს დამოუკიდებელი საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსებიდან 26 წელი შესრულდა, თუმცა, ქართული სამხედრო ისტორია იმდენივე წელს ითვლის, რამდენსაც საქართველოს ისტორია. ეს ისტორია ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ჩვენი ქვეყნისა და ღირსების დაცვის ისტორიაა. ოდითგანვე ქართველი კაცის ცხოვრება ჯარისკაცის ცხოვრების წესი იყო. ის მუდამ მზად იყო მტერთან საბრძოლველად. ქართული ჯარი დღეს ჩვენი წინაპრების მხედრული ტრადიციების მემკვიდრეა. ქართულ შეიარაღებულ ძალებში თქვენი სამსახური, სწორედ, ამ მემკვიდრეობის ღირსეული გაგრძელება და საქართველოს დაცვის საპატიო ვალდებულების შესრულებაა. ვალდებულება, ზოგადად, აღიარებას, ადამიანის შინაგან რწმენას უკავშირდება. ქართველი ოფიცრის, ჯარისკაცის შინაგანი რწმენა და ცხოვრების აზრი საქართველოს მარადისობის იდეაა. თქვენ, ვინც დღეს ფიცს დებთ, სწორედ, სამშობლოს მარადისობისთვის, მის უკვდავსაყოფად იზიარებთ პასუხისმგებლობას თქვენს უფროს მეგობრებთან ერთად, რომლებიც ამ ფიცის ერთგულნი არიან“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ლევან იზორიამ ქართული არმიის დღე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს, საერთაშორისო მისიებში მყოფ, ასევე ვეტერან, საბრძოლო მოქმედებებში დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს მიულოცა.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.42
  • 2.71
  • 3.14
  • 0.04
  • 0.68
  • 1.44