საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე IV მექანიზებულ ბრიგადაში ფიცის დადების ცერემონიალით აღინიშნა

, 30 აპრილი, 2017 - 19:15

IV მექანიზებულ ბრიგადაში საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე ფიცის დადების ცერემონიალით აღინიშნა. დღეიდან, ქართულ ჯარს 263 წვევამდელი შეემატა.

ახალწვეულები სხვადასხვა ქვედანაყოფში ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით გადანაწილდებიან და ცხრა თვის განმავლობაში იმსახურებენ. მათ ახალწვეულთა საბრძოლო მომზადების სამთვიანი კურსი ახლახან დაასრულეს, სადაც ისინი საცეცხლე მომზადებას, სადისციპლინო წესდებას, ტაქტიკას და პირველად სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებულ უნარ-ჩვევებს დაეუფლნენ.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს. საზეიმო ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა.

თავდაცვის მინისტრმა „გენერალ გიორგი კვინიტაძის“ უწყებრივი მედლებით კაპიტნები - გიორგი დვალი, ლევან წიქარიძე, ლაშა ოდილავაძე, მაიორები - ზაზა ძამუკაშვილი და მიხეილ კაზარიანი, ასევე ვიცე-პოლკოვნიკი რუსუდან რომელაშვილი დააჯილდოვა.

ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ უწყებრივი მედალი - „სამშობლოსათვის თავდადებული“ კაპიტან მალხაზ გოგავას, მაიორებს - ნიკოლოზ ხაჩიძესა და ჯემალ ბერიძე, ასევე ვიცე- პოლკოვნიკ ზურაბ ჩილინგარაშვილს გადასცა.

საზეიმო ღონისძიების დასკვნით ნაწილში მოწვეული სტუმრებისა და სამხედროებისთვის სიმღერის პრემიერა გაიმართა. შეიარაღებული ძალებისადმი მიძღვნილი სიმღერის ტექსტის ავტორი პოეტი მანანა გურგენიძეა, მუსიკა „ბრავო რექორდსის“ სტუდიაში ჩაიწერა. მუსიკალური ნომერი ანსამბლ „შვიდკაცასა“ და „ქართული ხმების“ წევრებმა შეასრულეს.

მოგვიანებით, სტუმრებმა სამწყობრო მოედანზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკა დაათვალიერეს. შეიარაღებული ძალების იუბილეს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ვეტერანები, საბრძოლო მოქმედებებში დაჭრილი და დაშავებული სამხედროები, ასევე, გმირების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46