თავდაცვის მინისტრმა დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო

, 30 აპრილი, 2017 - 16:29

საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეს, თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ლევან იზორიამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეები კიდევ ერთხელ გაიხსენა, მათ ხსოვნას პატივი მიაგო და დაღუპული გმირების ოჯახებს მხარდაჭერა აღუთქვა.

გმირთა მოედანზე მდებარე მემორიალთან საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი, ვლადიმერ ჩაჩიბაია მოადგილეებთან ერთად, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები - ლელა ჩიქოვანი, ზაალ კაპანაძე, გიორგი ბუთხუზი და შეიარაღებული ძალების სხვა წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მემორიალთან საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა სამგლოვიარო მარში და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა. 

საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსების 26 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დილიდან სხვადასხვა ლოკაციაზე აღინიშნება. სამხედრო მოსამსახურეებისთვის პროფესიული დღის მისალოცად, თავდაცვის მინისტრი გორში, I ქვეით ბრიგადასა და ვაზიანში, IV მექანიზებულ ბრიგადაში იმყოფებოდა. ქართველ მშვიდობისმყოფელებს კი, საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე ლევან იზორიამ, ტელეხიდის საშუალებით, თავდაცვის სამინისტროს მართვის ცენტრიდან მიულოცა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.04
  • 3.45
  • 0.04
  • 0.65
  • 1.46