ეუთოს წარმომადგენლები საქართველოს მედიაგარემოს შესახებ სპეციალურ ანგარიშს წარმოადგენენ

, 30 აპრილი, 2017 - 15:23

ლიტველი ექსპერტი დაინიუს რადზევიჩიუსი, მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენლის მრჩეველთან აიდარ ბოტაგაროვთან ერთად, 1-2 მაისს საქართველოს ეუთოს მანდატით სტუმრობს. ვიზიტის მიზანი საქართველოში არსებული მედია გარემოს შეფასებაა.

ეუთოს წარმომადგენლები ვიზიტის მასპინძელს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს თამარ ჩუგოშვილს და უმრავლესობის დეპუტატებს, ასევე საპარლამენტო ოპოზიციის წევრებს, საგარეო საქმეთა მინისტრს, სახალხო დამცველს, მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების ხელმძღვანელებს შეხვდებიან.

საქართველოში ვიზიტის შედეგად მედია ექსპერტი და ლიტვის ჟურნალისტთა კავშირის ხელმძღვანელი დაინიუს რადზევიჩიუსი სპეციალურ ანგარიშს მოამზადებს და ადგილობრივი საჭიროებიდან გამომდინარე რეკომენდაციებს წარადგენს.

მედია გარემოს შემსწავლელი მისიის ორგანიზების თხოვნით პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მედიისთავისუფლების საკითხებში ეუთოს ოფისს მარტის დასაწყისში მიმართა.

მედიაომბუდსმენთან დაკავშირებით ხელისუფლების ამ ინიციატივის მიზანია მედიის სფეროში მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, პლურალისტული მედიაგარემოს განვითარება და საქართველოში მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით ყველა კითხვის ნიშნის მოხსნა. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5