ხურჩაში რუსმა ოკუპანტმა სამხედროებმა საოკუპაციო ზოლი გადმოსწიეს - გიორგი თევზაძე

შაბათი, 29 აპრილი, 2017 - 20:56

 უფლებადამცველი გიორგი თევზაძე გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის ადმინისტრაციულ საუკუპაციო ზოლთან, ზუგდიდის სოფელ ხურჩაში რუსი ოკუპანტების მიერ საოკუპაციო ზოლის გადმოწევას და აგრეთვე , მედიაში გაჟღერებულ ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მეგობრებად ცნობილი რუსი ბაიკერების კლუბის "ღამის მგლების" წევრების  საქართველოში შესაძლო ჩამოსვლას გამოეხმაურა, რომლებიც 9 მაისს პერფორმანსის მოწყობას გეგმავენ.

„როგორც საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა, გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის ადმინისტრაციულ საუკუპაციო ზოლთან, ზუგდიდის სოფელ ხურჩაში რუსმა ოკუპანტმა სამხედროებმა საოკუპაციო ზოლი გადმოსწიეს. შედეგად ხურჩელი ომარ მიქაუტაძე და არველოდ ნაჭყებია დაზარალდნენ და მათი 2-ჰექტრამდე სასოფლო- სამეურნეო მიწის ნაკვეთი ოკუპირებულ ტერიტორიას შეუერთდა. მითუმეტეს როდესაც 2012 წლიდან დღემდე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ტარდება რუსეთის მიმართ ლოიალური პოლიტიკა,  რუსეთი მაინც აგრძელებს საქართველოს მიმართ აგრესიულ პოლიტიკას და მცოცავ ანექსიას.

საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე დღის წინ რუსმა სამხედრო ოკუპანტებმა ხურჩის მიმდებარედ ტერიტორია ხის ბოძებით მონიშნეს, ხურჩის მცხოვრებლებს კი რომლებიც წლების განმავლობაში მიწებს სახნავად იყენებდნენ უთხრეს, რომ ეს მიწა მათი აღარ იყო და 2 ჰექტარამდე  მიწა ოკუპირებულ აფხაზეთისკენ მოაქციეს, იმედია შესაბამისი ინფორმაცია უკვე მიწოდებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის. რომელიც მარტო აღშფოთებით არ შემოიფარგლება და თავის მხრივ ამ აგრესიის შესაჩერებლად კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს რისთვისაც უნდა გამოიყენოს საერთაშორისო ინსტიტუტები. ამასთანავე, როგორც მედიით გახდა ცნობილი, ყოფილა “რუსეთ-საქართველოს ახალგაზრდული კავშირი” რომელიც გეგმავს.რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მეგობრებად ცნობილი რუსი ბაიკერების კლუბის "ღამის მგლების" წევრების საქართველოში მოპატიჟებას და მათთან ერთად 9 მაისს პერფორმანსის მოწყობას. როგორც ამ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, მედიით რუს ბაიკერებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ტექნიკურ დეტალებზე მიდის შეთანხმება და საქართველოს ხელისუფლებას მხარდაჭერას სთხოვენ. თუ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამ ინიციატივის დაკმაყოფილება მოხდება, რბილად რომ ვთქვათ, ეს იქნება ერთგვარი ტესტიც ხელისუფლებისთვის, რომელიც ბევრ რამეზე გასცემს პასუხს.

 როგორც ზოგიერთი აღნიშნავს, თურმე 9 მაისს გერმანიაზე გამარჯვების დღეს პერფორმანსის მოწყობით აღნიშნავენ პუტინის ფავორიტი "ღამის მგლები", მაშინ ასეთი ლოგიკით საქართველოს განუყოფილი რეგიონიდან ამჟამად რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთიდანაც ბევრი ადამიანი იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში და ბევრიც საკუთარ სახლებში არ დაბრუნებულა და თავი შესწირა კიდეც ერთიან ქვეყანას, მაშინ ქართველ ბაიკერებმაც, რომ მოისურვონ მოტოციკლეტით შესვლა რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, რომელიც საქართველოს განუყოფელ რეგიონს წარმოადგენს და მოინდომონ პერფორმანსის მოწყობა, საინტერესოა, ნებას დართავს კი ქართველ ახალგაზრდა ბაიკერებს აფხაზეთის მარიონეტული "ხელისუფლება" და ოკუპანტი რუსეთი?!“ - განაცხადა უფლებადამცველმა გიორგი თევზაძემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.68
  • 3.15
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.58