ირაკლი კობახიძე პრეზიდენტს პარლამენტზე შეტევაში ადანაშაულებს

პარასკევი, 28 აპრილი, 2017 - 16:14

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ  გიორგი მარგველაშვილს პარლამენტის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში ადანაშაულებს.

ირაკლი კობახიძე პრეზიდენტს დღეს კიდევ ერთხელ დაემუქრა და იმ კონკრეტულ პირობაზე ისაუბრა, რომლის დაუცველობის შემთხვევაშიც ქართული ოცნება პრეზიდენტის არჩევნებს არაპირდაპირი წესით უკვე მომავალ წელს ჩაატარებს.

"პრეზიდენტი, რომელიც უნდა იყოს ზეპარტიული ფიგურა ამ სისტემაში, პარტიებთან თანხმდება, თავისი ადმინისტრაციის უფროსის მეშვეიბით ხვდება პოლიტიკურ პარტიებს, ე.წ. ექსპერტებს და მათთან თანხმდება იმაზე, თუ როგორ უნდა მიიტანონ შეტევა პარლამენტზე", - აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები კვლავ პრეზიდენტის არჩევის წესს ეხება. პრეზიდენტი შესაძლოა 2018 წელს პირდაპირი წესით აღარ აირჩიონ, რადგან, კობახიძის თქმით, პოლიტიკურ კომპრომისს აზრი ეკარგება. 

 

 

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.42
  • 2.71
  • 3.14
  • 0.04
  • 0.68
  • 1.44