ნუ დაიღლებიან ჩემთან ირიბი ვაჭრობით - გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს პასუხობს

პარასკევი, 28 აპრილი, 2017 - 16:16

საქართველოს პრეზიდენტმა ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრიდან უპასუხა დღეს ადმინისტრაციისა და პრეზიდენტის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს.

„პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, ისმის განცხადებები, რომ თუ პრეზიდენტი წესიერად მოიქცევა და კარგ განცხადებებს გააკეთებს, მაშინ 2018-ში დარჩება პრეზიდენტის არჩევის პირდაპირი წესი და არაპირდაპირი არჩევა კი, 2023 წლიდან შემოვა, და თუ არ მოგვეწონება მისი ტონი, მაშინ 2018-შივე იქნება არაპირდაპირი არჩევნები. არასდროს ვიკადრებ, ჯერ ხალხის ზურგს უკან და მერე, ქვეყნის უზენაესი კანონით სპეკულირებას და პოლიტიკურ ვაჭრობას. არასდროს განმიცხადებია, რომ მეორე ვადაზე ვაპირებ კენჭისყრას და ასეთი მიზანიც რომ მქონდეს, როგორ ვიკადრებ იმ სიბინძურეს, რომ ვივაჭრო ქვეყნის მთავარი, უზენაესი კანონით, იმისთვის რომ შევიქმნა ასე ვთქვათ საარჩევნო გარემო. როცა მიხვდებიან, რომ ეს არც საარჩევნო კამპანია არ არის, მე არ მოვდივარ იმისთვის, რომ 2018 წელს აუცილებლად კენჭი ვიყარო, მიხვდებიან იმასაც, რომ თქვენ არა ხართ ჩემი შტაბის წევრები, თქვენ არა ხართ ჩემი აგიტატორები, თქვენ ხართ ხალხი, რომლებსაც გინდათ, რომ თქვენი ხმა გაიგონონ და გაითვალისწინონ. ამის გააზრება, ნელ ნელა მოვა და თავის გავლენას იქონიებს ამ პროცესზე და მიზანი მაინც ის არის, რომ ეს მივიდეს ლოგიკურ დიალოგამდე და არა დასასრულამდე. და კიდევ რაღაცა ქვეტექსტი ვაჭრობის, რომელსაც კიდევ ერთხელ ღიად ვამბობ, რომ აი პოლიტიკური კარიერით ვივაჭრო უზენაესი კანონით ქვეყნის. ნუ იღლებიან ამ ჩემთან რაღაცა ირიბი ვაჭრობით, თან ასე პირდაპირ მოსვლას ვერავინ ვერ ბედავს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველო, როგორც საპარლამენტო რესპუბლიკა, პარლამენტის არჩევის წესის ცვლილება, საარჩევნო სისტემის ცვლილებები, მთავარსარდლის ფუნქციების შესუსტება და უშიშროების საბჭოს გაუქმების საკითხებზე ისაუბრა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ახალციხეში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არასამთავრობოებთან და პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრისას, რომელიც „კონსტიტუცია ყველასია“ კამპანიის ფარგლებში გაიმართა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში ჩადებულია საარჩევნო სისტემაში კვლავ 5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი, იკრძალება საარჩევნო ბლოკების შექმნა და გადაუნაწილებელი მანდატების მხოლოდ გამარჯვებული პარტიისათვის განაწილების საკითხი, ეს პრინციპები კი, შინაარსობრივად, სამწუხაროდ აცდენილია სამართლიანი არჩევნების ძირითად, ფუნდამენტურ პრინციპებს.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი გაუგებარი მიზეზით ერთმევა ამომრჩეველს და მომავალი ვერსიით პრეზიდენტს აირჩევენ ე.წ. ხმოსნები. არავის უთქვამს ამომრჩევლებისთვის, არავის აუხსნია ჩვენთვის, რატომ გვართმევენ ჩვენი ქვეყნის პირველი პირის, ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის არჩევის უფლებას.

პრეზიდენტის აზრით, საქართველოსნაირ ქვეყანაში, რომელსაც უსაფრთხოების სფეროში ამდენი გამოწვევები აქვს, ამ ქვეყანაში მთავარსარდლის ფუნქციაც ფაქტიურად გამქრალია. რეალურად, ქვეყნის მთავარსარდალს აღარ აქვს, ქვეყნის შეიარაღებული ძალების მართვის არცერთი რეალური ბერკეტი. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოსნაირ ქვეყანაში, რომელსაც ამდენი გამოწვევები აქვს ასეთი ნაბიჯის გადადგმა თავდაცვისუნარიანობის შესუსტებაა, ეს კი სერიოზული პრობლემაა.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პრეზიდენტმა თვითმმართველობის როლზე და მისი გაძლიერების მექანიზმებზე ისაუბრა და თვითმმართველი ქალაქების სტატუსის გაუქმების თემებზე არასამთავრობოების შეკითხვებს უპასუხა.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.42
  • 2.71
  • 3.13
  • 0.04
  • 0.68
  • 1.43