მსოფლიოში პრესის თავისუფლება ყველაზე დაბალ დონეზეა 13 წლის განმავლობაში

პარასკევი, 28 აპრილი, 2017 - 15:25

მსოფლიოში  ადამიანის უფლებათა დამცველმა ერთ-ერთმა უძველესმა ორგანიზაციამ  Freedom House პრესის თავისუფლების შესახებ  ყოველწლიური მოხსენება გამოაქვეყნა.

32-გვერდიან დოკუმენტში, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში პრესის თავისუფლების  მდგომარეობას ეხება, საგანგაშო დასკვნა კეთდება -  მსოფლიოში  პრესის თავისუფლება  ყველაზე დაბალ დონეზეა 13 წლის განმავლობაში.

ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, თავისუფალი პრესა დღეს პლანეტის მოსახლეობის  მხოლოდ 13%-ისთვის არის  ხელმისაწვდომი.

 "პლანეტის მაცხოვრებელთა 42%-ისთვის პრესა ნაწილობრივ თავისუფალია, 45% ცხოვრობს ისეთ ქვეყნებში, სადაც პრესის თავისუფლება საერთოდ  არ არის", - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიში მოიცავს 2016 წელს და მიმდინარე წლის პირველ თვეს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46