შეიარაღებულ ძალებს კურსდამთავრებული ოფიცრები შეემატა

პარასკევი, 28 აპრილი, 2017 - 15:10

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს სატანკო და მექანიზირებული უმცროს ოფიცერთა სპეციალიცაზიის კურსდამთავრებული ოფიცრები შეემატა. სამხედრო მოსამსახურეებს კურსის წარმატებით დასრულება წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა როინ ფაილოძემ მიულოცა და   მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა, ინსტრუქტორებს კი მათი სათანადოდ მომზადებისთვის მადლობა გადაუხადა.

დღესვე, პოლკოვნიკმა როინ ფაილოძემ საერთო საჯარისო ცენტრის მეთაურთან, ვიცე-პოლკოვნიკ იროდი ქადაგიშვილთან და მანევრის სკოლის მეთაურთან, ვიცე-პოლკოვნიკ  გოჩა ბერაძესთან  ერთად,  კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცა.

შვიდთვიანი  კურსის  ფარგლებში, სატანკო უმცროს ოფიცერთა კურსის მსმენელებმა  ტაქტიკური და საცეცხლე მომზადების,  საინჟინრო მომზადებისა და ქვედანაყოფების მართვის პროცედურები შეისწავლეს და საბრძოლო სროლებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები გაიღრმავეს. სწავლება თეორიული და პრაქტიკული სავარჯიშოების ფონზე, ტანკი ტ-72-სა და სასწავლო ტრენაჟორზე მიმდინარეობდა.

ოცეულის დონეზე ტაქტიკური მომზადების, ასევე საბრძოლო გასროლებით საცეცხლე მომზადების სპეციფიკას დაუფლნენ  მექანიზირებულ უმცროს ოფიცერთა კურსის მონაწილეები.  მათ რთულ რელიეფურ და მეტეოროლოგიურ პირობებში ქვეითი   საბრძოლო მანქანებითა და ჯავშანტრანსპორტიორით გადაადგილების უნარები განავითარეს.

საერთო საჯარისო ცენტრის მანევრის სკოლის  სატანკო და მექანიზირებულ  უმცროს ოფიცერთა კურსები  2016 წლის ოქტომბერში დაიწყო და დღეს დასრულდა. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46