აღმოსავლეთ სარდლობას სამხედრო ატაშეები სტუმრობენ

პარასკევი, 28 აპრილი, 2017 - 15:06

საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების თავდაცვის ატაშეები სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სამხედრო ქვედანაყოფებს ესტუმრნენ. მათთან ერთად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

აღმოსავლეთში დისლოცირებულ ქვედანაყოფებში სტუმრობამდე, დიპლომატებს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალმა, პოლკოვნიკმა შავლეგო ტაბატაძემ, სამსახურების უფროსებთან ერთად, სარდლობის შტაბში უმასპინძლა. პოლკოვნიკმა შავლეგო ტაბატაძემ თავდაცვის ატაშეებს აღმოსავლეთ სარდლობის ისტორიის, სტრუქტურის, დაქვემდებარებაში მყოფი ქვედანაყოფების ამოცანებისა და გამოწვევების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. საუბარი ქვედანაყოფების საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამასა (GDRP) და მრავალეროვნულ სწავლებაში „ღირსეული პარტნიორი“ მონაწილეობის საკითხებს შეეხო.

დიპლომატებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხებიც მიიღეს. აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფების გაცნობა დიპლომატებმა I ქვეით ბრიგადაში სტუმრობით დაიწყეს. სამდღიანი ტურის ფარგლებში, ისინი I საარტილერიო და IV მექანიზირებულ ბრიგადებში, ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრსა (JTEC) და სხვა სამხედრო ქვედანაყოფებში იმყოფებოდნენ. სამხედრო ბრიგადების ხელმძღვანელებმა დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს ქვედანაყოფების სტრუქტურებისა და ამოცანების შესახებ პრეზენტაციები წარუდგინეს. სტუმრებმა სამხედრო ბაზებზე არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და დასრულებული, ასევე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

ტურის ფარგლებში სამხედრო ატაშეები IV მექანიზირებული ბრიგადის ტერიტორიაზე სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ინფო 2017“-ის მიმდინარეობასაც გაეცნენ და უწყებათშორისი სწავლების შესახებ სპეციალური პრეზენტაცია მოისმინეს.

აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფებში სტუმრობა საქართველოში აკრედიტებული სამხედრო ატაშეთა ასოციაციის წლიური გეგმის ფარგლებში განხორციელდა. სამხედრო ატაშეების ასოციაცია საქართველოში აკრედიტებულ და არარეზიდენტ 35 დიპლომატებს აერთიანებს. თავდაცვის ატაშეების გაერთიანების მიზანია, პირველწყაროებიდან მიიღოს ინფორმაცია და საქართველოს უსაფრთხოების სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ საკუთარი ქვეყნის სამხედრო უწყების ხელმძღვანელობას გადამოწმებული და სარწმუნო ინფორმაცია მიაწოდოს.

სამხედრო ატაშეები საქართველოს სამხედრო უწყებასთან, ორმხრივი სამხედრო გეგმის ფარგლებში თანამშრომლობენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Invalid argument supplied for foreach()

Filename: vote/list.php

Line Number: 3

  • 2.49
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46
  • A PHP Error was encountered

    Severity: Notice

    Message: Undefined variable: data

    Filename: models/vote_model.php

    Line Number: 34

    ვალუტა

  • პოლიტიკა
  • კულტურა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • მეცნიერება
  • ანალიტიკა
  • თავდაცვა
  • კონფლიქტები
  • ჯანდაცვა
  • განათლება
  • თბილისი
  • რეგიონები
  • უცხოეთის სიახლეები
  • ტექნოლოგიები
  • საინტერესო
  • ეკონომიკა
  • პრესკლუბი
  • სოციალური ქსელი