თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში უფროს სერჟანტთა კურსის გამოშვების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა

პარასკევი, 28 აპრილი, 2017 - 13:44

საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის 39 სამხედრო მოსამსახურემ გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში სამეთაურო-საშტაბო კურსი დაასრულა.

პროგრამა სერჟანტების ასეულისა და ბატალიონის შტაბის სერჟანტების დონეზე მომზადებას ითვალისწინებდა. 20-კვირიანი სამეთაურო-საშტაბო კურსის სასწავლო პროგრამის ფარგლებში სერჟანტებმა თავდასხმითი და თავდაცვითი ოპერაციები, ტაქტიკის საფუძვლები, სამხედრო ისტორია, ქვედანაყოფის მართვის პროცედურები, საბრძოლო მომზადების ორგანიზება და სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცედურები შეისწავლეს. მსმენელებმა თეორიული და პრაქტიკული ცოდნაც გაიღრმავეს და ლიდერობის უნარ-ჩვევები განიმტკიცეს.

კურსის მე-10 გამოშვებისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში გაიმართა. სერჟანტებს კურსის წარმატებით დასრულება თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მიულოცა და კარიერული წინსვლა უსურვა.

სიტყვით მიმართვისას თავდაცვის მინისტრმა ყურადღება სამხედრო განათლების სისტემის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ სამხედრო განათლების სრულყოფას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.

მინისტრმა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში სერჟანტთა როლი განსაკუთრებით გამოყო და ისინი ჯარის ფუნდამენტად მოიხსენია.

 „ჩვენ განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ სამხედრო განათლების სრულყოფაზე. გუშინ ოფიცერთა საწყისი მომზადების კურსებისთვის სტანდარტები მივიღეთ, სხვა ოფიცრებისათვის, მათ შორის, სერჟანტებისათვის ანალოგიური სტანდარტების შემუშავებას ვგეგმავთ. გვსურს, სისტემა ისე იყოს აწყობილი, რომ თითოეულ ოფიცერს საფეხურებრივი განვითარების შესაძლებლობა ჰქონდეს, რათა მაქსიმუმს მიაღწიოს. ამ მოტივაციასა და ინსტიტუციურ შესაძლებლობას ჩვენ მაქსიმალურად ვუზრუნველვყოფთ“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.

შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ სერჟანტებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სერჟანტთა მომზადების ცენტრი რეგიონში ერთ-ერთი წარმატებულია. მან გაიხსენა ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე, რომლის სახელსაც სერჟანტთა მომზადების ცენტრი ატარებს. 

თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცეს.  ცერემონიალის დასასრულს, კურსდამთავრებულები ცენტრის კაპელანმა მამა გიორგიმ დალოცა. 

სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალზე შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი კობა ცირეკიძე, წვრთნებისა და სამხედრო განათლების მ/შ, პოლკოვნიკი როინ ფაილოძე, სერჟანტთა მომზადების ცენტრის ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი რომან ქავთარაძე, ასევე სერჟანტთა ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.

სერჟანტთა მომზადების სკოლა 2003 წელს შეიქმნა. 2009 წელს მომზადდა და დამტკიცდა უფროსი სერჟანტის კურსის სასწავლო პროგრამა. 2013 წლის 15 ნოემბერს სერჟანტთა მომზადების სკოლას საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა და სასწავლო ცენტრად ჩამოყალიბდა.

სერჟანტთა მომზადების ცენტრი თავდაცვის უწყებაში არსებული საგანმანათლებლო მიმართულების ერთ-ერთი მთავარი სასწავლებელია. ცენტრს მემორანდუმი აქვს გაფორმებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ასევე ურთიერთობა აქვს გერმანიის ჰამელბურგის ქვეითთა სკოლასთან და თანამშრომლობის ფარგლებში პერიოდულად ინსტრუქტორთა გაცვლითი პროგრამა ხორციელდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41