Carl Vinson ვერ აიძულებს ფხენიანს, ვაშინგტონის ბრძანებები შეასრულოს - Rodong Sinmun ამერიკას აფრთხილებს

პარასკევი, 28 აპრილი, 2017 - 13:58

ჩრდილოეთ კორეის ცენტრალურ გაზეთში Rodong Sinmun გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ცდილობს მსოფლიოში მშვიდობის დარღვევას და როგორც აგრესორი, უხეშად არღვევს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს.

სტატიაში ნათქვამია, რომ დონალდ ტრამპმა იმ შეცდომებისგამ, რომლებიც მისმა წინამორბედმა ობამამ დაუშვა და  ჩრდილოეთ კორეის იზოლირება  სანქციებითა და ზეწოლით სცადა, ვერაფერი ისწავლა.

გამოცემა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ვაშინგტონი სერიოზულად ცდება, თუ თვლის, რომ სირიაში სარაკეტო თავდასხმებით  შეიძლება ჩრდილოეთ კორეა დააშინოს.

"კორეის ნახევარკუნძულზე აშშ საზღვაო ძალებისა და ბირთვული ავიამზიდ "Carl Vinson"-ის განთავსება,  ვერ აიძულებს ფხენიანს, ვაშინგტონის განკარგულებების მიხედვით იმოქმედოს... ხალხი და ჯარი ქვეყანაში აგრძელებს ძლიერი სოციალისტური სახელმწიფოს შექმნას", - ნათქვამია სტატიაში.

ამავდროულად, ჩრდილოეთ კორეა  ამერიკას აფრთხილებს: "შეერთებულ შტატებს  ჩრდილოეთ კორეაზე თავდასხმა ბუმერანგივით დაუბრუნდება".

კორეის ნახევარკუნძულზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც  სეულისა და ვაშინგტონის  ერთობლივ ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს ჩრდილოეთ   კორეამ ბალისტიკური რაკეტის გამოცდით უპასუხა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.12
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42