“იმედის” წინააღდეგ “თავისუფალი საქართველოს” საჩივარი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ განსახილველად მიიღო

პარასკევი, 28 აპრილი, 2017 - 12:07

პოლიტიკური პარტია  „თავისუფალი საქართველო“ ტელეკომპანია "იმედს" ფაქტების დამახინჯებაში ადანაშაულებს. 

"2017 წლის 11 აპრილს ტელეკომპანია „იმედმა“ მოამზადა სიუჟეტი „თავისუფალ საქართველოში“ ჩატარებული ბრიფინგის შესახებ, რომელიც შეეხებოდა პარტიის წევრების გატაცებას და წამებას.

ტელეკომპანია „იმედის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტში ფაქტები გადაიცა დამახინჯებულად: 1. ჟურნალისტი ლევან ჯავახიშვილი სიუჟეტის კომენტირებას აცხადებს: „ჩვენ დავინტერესდით რომელი აქტივობით დააფრთხო უსაფრთხოების სამსახური კახა კუკავას პარტიამ, თუმცა ამ კითხვაზე პასუხი სავარაუდოდ თავად პარტიაშიც არა აქვთ“; ზეწოლის მიზეზებზე პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა ბრიფინგზეც და ინფორმაცია პრეს-რელიზის სახით დაურიგდათ ჟურნალისტებსაც (პარტია მიიჩნევს, რომ ზეწოლის მიზეზი გახდა დაზარალებულების მიერ ადგილობრივ არჩევნებში ნაჩვენები განსაკუთრებით მაღალი შედეგი - 29%) 2. სიუჟეტში ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე აღნიშნავს, რომ დაზარალებულმა პრეტენზია განაცხადა 10 დღის შემდეგ. ბრიფინგზე ითქვა, რომ პრეტენზია დაზარალებულმა განაცხადა სასამართლო სხდომაზე, რომელიც გაიმართა უკანონო დაკავებიდან მომდევნო დღეს. ჟურნალისტებს ასევე გადაეცათ სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც ასევე აღნიშნულია დაზარალებულის პოზიციის შესახებ.

აღნიშნული ინფორმაციის სისწორეს განსაკუთრებული მნიშნელობა ჰქონდა, რადგან ფაქტების დამახინჯებით პარტიის მიერ გავრცელებული განცხადება წარმოჩინდა, როგორც დაუსაბუთებელი ინფორმაცია. ხოლო პარტიის მიერ მოხდენილი რეაგირება, როგორც - არადროული.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ლევან ჯავახიშვილის ცინიკური ტონალობა და მცდელობა - წარმოაჩინოს პ/გ „თავისუფალი საქართველოს“ აქტივობები უმნიშვნელოდ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ტელეკომპანია “იმედის” მიერ მომზადებული სიუჟეტის შესწავლის თხოვნით “თავისუფალმა საქართველომ” მიმართა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, რომელმაც განცხადება დასაშვებად სცნო და განსახილველად მიიღო. საკითხის განხილვა მაისის თვეში მოეწყობა", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.97
  • 3.36
  • 0.04
  • 0.71
  • 1.45